1680 წლის დიდი კომეტა როტერდამის თავზე

 იყო ოდესმე კიდევ ერთი ისეთივე კომეტა, როგორიც ISON-ია? არ არსებობს ზუსტად ერთნაირი ორი კომეტა, თუმცა ერთ-ერთ მათგანს მაინც ბევრი საერთო ჰქონდა ISON-თან. ეს არის კირჩის კომეტა, 1680 წლის დიდი კომეტა. როგორც მზის სისტემის შიგა რეგიონებისკენ მომავალი ISON-ი, კირჩიც ელვარე მზის მახლობლად მოძრავი კომეტა იყო, რომელმაც მზის ზედაპირთან ძალიან ახლოს გაიარა. ისე დაემთხვა, რომ ორივე მათგანი არ მიეკუთვნება მზესთან ახლოს მოძრავი კომეტების ჯგუფს – კრეიცის ჯგუფს, რომელიც ასეულობით წლის წინათ მზესთან ახლოს დაშლილი კომეტის ფრაგმენტებისგან შედგება. მხატვარმა ლივე ვერსჰიურმა ამ სურათზე კირჩის კომეტის გრძელი კუდი გამოსახა. ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ზოგიერთ ადამიანს ხელში ე.წ. იაკობის კვერთხი უჭირავს -კუთხური ზომების დასადგენი, სექსტანტის წინამორბედი ინსტრუმენტი. არავინ იცის, როგორი იქნება კომეტა ISON-ი, თუმცა, როგორც კირჩის შემთხვევაში, სავარაუდოდ, მზესთან მიახლოებასთან ერთად მისი ელვარება გაიზრდება, ამ უკანასკნელის შემთხვეავში ეს, ნოემბრის ბოლო დღეებში მოხდება(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; მეცხრამეტე საუკუნეში კომეტას ცივილიზაციის განადგურება შეეძლო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.