14 ნოემბრის სუპერმთვარეობა

 მომავალ კვირას, მთვარე თავისი ორბიტის, დედამიწასთან მაქსიმალურად ახლო წერტილს გაივლის, რის გამოც ის, კიდევ უფრო დიდი და ელვარე გახდება. ამ მოვლენის დასამზერად, საუკეთესო დღე ორშაბათი იქნება, ასე რომ არ გამოგრჩეთ ეს შთამბეჭდავი სანახაობა!

მთვარის ორბიტას აქვს ელიფსის ფორმა, ამიტომ ხილული კუთხური ზომა დედამიწასთან უახლოეს წერტილში 14%-ით მეტია ზომაზე, რომელიც უშორეს წერტილში მდებარეობისას შეიმჩნევა.

 “სუპერმთვარეობის” მდგომარეობაში გადასული მთვარის ხილული ზომა, ჩვეულებრივზე 14%-ით დიდი იქნება, ხოლო ელვარება – 30%-ით მეტი. სუპერმთვარეობა იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ახლა, 14 ნოემბერს ის მაქსიმალურად ახლოს მოვა დედამიწასთან(პერიგეა), რაც ბოლოს 1948 წელს მოხდა და 2034 წლამდე აღარ განმეორდება.

 მთვარის ორბიტაზე, 2009 წელს გაშვებული მთვარის ორბიტალური მზვერავი ბრუნავს(LRO), რომელიც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ტემპერატურულ რუკებს, გლობალურ გეოდეზიურ ბადეს, მაღალი გარჩევადობის ფერად ფოტოებსა და კოორდინატებს გადმოსცემს, სადაც მომავალში, მთვარემავალი ან პილოტირებული მისია შეიძლება დაჯდეს. “მომწონს ვიფიქრო მთვარეზე, როგორც დედამიწის კიდევ ერთ კონტინენტზე” – ამბობს ნასელი ნოუა ფეთრო. სუპერმთვარეობა, რა თქმა უნდა, ასტრონომთათვის არა მხოლოდ რომანტიული გასეირნებების საბაბია, არამედ ფასეული ინფორმაციის მიღების შანსიც. განსაკუთრებით, ინფორმაცია მთვარის ზემოქმედებისა ჩვენ პლანეტაზე, ასეთ ახლო დისტანციებზე მოძრაობისას.

 ასტრონომები გვაფრთხილებენ, რომ სუპერმთვარეობა ცხოველების ქცევას არ შეცვლის(მთვარის ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმებზე?(მიხეილი)), მაგრამ ძლიერ მოქცევებს აუცილებლად გამოიწვევს. ღამეც ჩვეულებრივზე ნათელი იქნება. თუ ამ იშვიათი მოვლენის ნახვა გსურთ, მომავალი ორშაბათი და სამშაბათი თქვენს განკარგულებაშია(თუ არ მოიღრუბლა, რა თქმა უნდა)(მთვარის ილუზიაცისფერი მთვარე10 საინტერესო ფაქტი მთვარეზე; სავსემთვარეობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.