10 საინტერესო ფაქტი დედამიწაზე

 დედამიწა – ერთადერთი პლანეტა, რომელზეც არის სიცოცხლე, მათ შორის მოაზროვნეც, რომელსაც მისი 10 პროცენტიც კი არა აქვს შესწავლილი. ოკეანეების ნახევარზე მეტი გამოუკვლეველია და ვინ იცის კიდევ რა სახის არსებები ბინადრობენ მის სიღრმეებში. დედამიწა გამუდმებით განიცდის ცვლილებებს, რაც  ახალი თავსატეხების დასაბამის დასაწყისია. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ჩვენი პლანეტის შესახებ:
geoid 1. ალბათ ბევრმა თქვეგანმა იცის, რომ დედამიწას სულაც არა აქვს სრულყოფილი სფეროს ფორმა, მას შეკუმშული პარაბოლას ფორმა აქვს(ე.წ. გეოიდი), რაც ეკვატორულ(ეკვატორული ამოზნექილობები) და პოლარულ დიამეტრებს შორის სხვაობით არის გამოწვეული(დედამიწის ზუსტი ფორმა).

 2. დედამიწის 71 პროცენტი ოკეანეებს უჭირავს და იგი 20 მილიონ ტონა ოქროს შეიცავს(ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ).

 3. დედამიწის ატმოსფერო 5 მთავარი ფენისგან შედგება. რაც უფრო მაღლა ავდივართ ატმოსფეროც უფრო თხელდება, სწორედ ამიტომ ატმოსფეროს მასის 75 პროცენტი ტროპოსფეროზე მოდის, ის ყველაზე დაბალი ფენაა, სადაც ამინდის ცვლილებები მიმდინარეობს.
teqt filebi 4. დედამიწის ტექტონიკური ფილების ერთმანეთთან შეჯახება საზარელ ბუნებრივ მოვლენებს იწვევს(იაპონიის მიწისძვრის მუსიკა), თუმცა ისინი ნახშირბადის ბალანსის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ, რაც სიცოცხლის აყვავების მთავარი ფაქტორია(მუდმივი მყინვარი – გაზები ჩრდილოეთიდან).

 5. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, დედამიწის უდაბონოების უმრავლესობა სულაც არ შედგება ქვიშისგან. მათი თითქმის 85 პროცენტი ქანებს და ხრეშს შეიცავს. ყველაზე დიდი უდაბნო საჰარა, რომელიც აფრიკის 1/3 მოიცავს და გამუდმებით იზრდება, მალე ამერიკის  კონტინეტის ზომის გახდება.

 6. გინესის რეკორდსმენი, ყველაზე დიდი გაყინული ნალექი ციდან 1887 წელს ჩამოვარდა, ზომებით  25.5/38 სანტიმეტრი.

 7. მტკნარი წყლის დაახლოებით 70 პროცენტი ანტარქტიკასა და გრენლანდიაზეა თავმოყრილი(გრენლანდია დნება). ხოლო ხელმისაწვდომი კი მხოლოდ 1 პროცენტია – ატმოსფეროში, მდინარეებში, მიწის ქვეშ.

 8. დედამიწა თანდათანობით ბრუნვას ანელებს, ყოველ წელს 1 დამატებითი წამი ემატება დღეს. დღევანდელი დღის ხანგრძლივობა არის 23 სთ 56წთ და 4 წმ. მილიონი წლის წინ დედამიწაზე დღის ხანგრძლივობა 20 საათს შეადგენდა, სავარაუდოდ, მილიონი წლის მერე მისი ხანგრძლივობა 27 საათი იქნება.
kontinentebi 9. კონტინენტები გამუდმებით მოძრაობენ და იცვლიან მდებარეობას. მაგალითად, ჩრდილოეთი ამერიკა და ევროპა ყოველ წელს 2,5 სმ-ით შორდება ერთმანეთს. რომ შეგვეძლოს პლანეტის მომავალის დანახვა, სურათი რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. კალიფორნიის ნაწილი ჩრდილო ამერიკას გამოეყოფა და წყნარი ოკეანის კუნძული გახდება, აფრიკა ორ დიდ ნაწილად გაიხლიჩება, ასევე შესაძლებელია სხვა სუპერკონტინეტის ჩამოყალიბებაც(მომავალი სუპერკონტინენტის ადგილი).
dedamicis guli cxelia 10. მზე, დედამიწისთვის სითბოსა და ენერგიის წყაროა, მაგრამ რა მოხდება მზე რომ არ იყოს? შეძლებს სიცოცხლე არსებობის გაგრძელებას? თეორიულად – კი. დედამიწის შიდა ბირთვის ტემპერატურა 5 000-7 000 გრადუსია ცელსიუსით, რაც მზის ზედაპირის ტემპერატურას უტოდება. ასე რომ ის საკმარისად ცხელია და მოსახლეობას გარკვეული სასიცოცხლო ენერგიით მომარაგებას მზის სიკვდილის მერეც შეძლებს.

 მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებამ სიცოცხლისათვის თავსებადი პლანეტების ძებნაში პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა(ეგზოპლანეტები), მშობლიური პლანეტა არ უნდა დაგვავიწყდეს, უნდა გავუფრთხილდეთ მას და გვახსოვდეს, მისი მოვლა მომავალისა და ჩვენი კეთილდღეობისთვის არის აუცილებელი.
ავტორი: თეო ჯაფარიძე.

15 comments

  1. ჯერ ერთი ტექტონიკური ფილები ერ თეორეზე ცურავს, მისრიალებს (შემიძლია ნახაზით გაჩვენოთ), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არიან ისინი ერთმანეთისგან დაშორებული და არ ეჯახებიან, არამედ სრიალი ჩერდება, როცა პიკს აღცევს ზედა ფენის დაძაბულობა ის მომენტალურად იშლება რაც იწვევს მიწისძვრის ეფექტს

  2. და საერთოდ საინტერესო საიტია და ასეთმკავიო შეცდომები კაი იქნება გასწორდეს თორე ნდობის რეპუტაციის შელახვა მოყვება რაც მომხმარებლის სინაკლებებს გამიწვევს

  3. ზოგადად შეიძლება დაიწეროს რომ ეჯახებიან, როგორი ზოგადიც ეს პოსტია…

  4. რაღაც ხნით კი, რადგან დაპატარავებული და თეთრ ჯუჯად გადაქცეული მზე თავის პლანეტებს დაკარგავს, ისინი მოხეტიალე პლანეტებად იქცევიან, ზოგი შეიძლება სხვა ვარსკვლავის თანამგზავრი გახდეს. სანამ ეს ყველაფერი მოხდება ჯერ მზის გაფართოებას უნდა გადავურჩეთ, წითელი გიგანტის სტადიაში ყოფნისას დედამიწაც მის შიგნით აღმოჩნდება. ასე რომ მანამდე უნდა დავტოვოთ პლანეტა, სანამ საქმე მხოლოდ დედამიწის წიაღში არსებული ენერგიის გამოყენებაზე მივა…

  5. magxelaze gaizrdeba rom amden milion kilometrze sul mze iqneba??? vaax ra saswaulia ….

    akaki
    ragaca dzalian sainteresos rom saubroben mag videoshi ashkarad etyoba mara inglisuri ar vici samwuxarod (((

  6. da kidev erts davamateb თეო ჯაფარიძე am adamianis dadebuli postebi momwons aq me yvelaze metad pirvel rigshi imitom rom advilad wasakitxia da ratqmaunda dzalian sainteresoc 🙂
    aris xolme sxva statiebic saintereso sataurebit magram enas vimtvrev rom vkitxulob da azrsac didad ver vigeb :))))))
    ai magalitad es : მოკლედ მაქსველის განტოლებების შესახებ :)))))))))))

  7. mokled me ert erti rigiti mkitxveli tqveni saitis mxars vucher advilad wasakitx, planetebze,varskvlavebze tanamgzavrebze da cashi mimdinare movlenebis shesaxeb statiebs :))))
    ise ki saertod yvela adamians vinc aq mushaobs didi madloba imisatvis rom arsebobs eseti kargi saiti!

  8. mixaria cemi statia tu mogeconat,magram am saitistvis mxolod erti adamiani mushaobs da man sheqmna kvelaperi,mis statiebtan sedarebit chemi postebi zgvashi cvetia amitom didi madloba baton kaxas amistvis.. 🙂

  9. sainteresoa. anu mzis shemtxvevashi savaraudot super nova-s unda velodot?shavi xvrelis chamoyalibebis shansi araa.mzes araa sakmarisad masiuri da ar gaachnia sakmarisi materia.

  10. მზე პატარა ვარსკვლავია, ე.წ. ყვითელი ჯუჯა, ის სიცოცხლეს თეთრ ჯუჯად გადაქცევით დაასრულებს, თუმცა მანამდე წითელ გიგანტად გადაიქცვა, რაც დედამიწაზე სიცოცხლის,თუ იმ დროისთვის კიდევ იყო, განადგურებას გამოიწვევს, შეიძლება მარსის ორბიტამე გაფართოვდეს…

  11. ძალიან საინტერესოა! ეს აუცილებლად ყველამ უნა ნახოს და წაიკითხოს

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.