ჰოლოგრაფიული პრინციპი

 ჰოლოგრაფიული პრინციპის შესაბამისად, თუ ნორმალური ზომის მონიტორის მქონე კომპიუტერი გაქვთ, ამ გამოსახულებიდან 3×1065 ბიტი ინფორმაციის ამოღებას შეძლებთ. დღემდე დაუმტკიცებელი ჰოლოგრაფიული პრინციპი გვიმტკიცებს, რომ არსებობს ინფორმაციის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ამა თუ იმ ზედაპირის მიმდებარე არემ შეიძლება დაიტიოს. ინტუიციური წარმოდგენის მიუხედავად, ოთახში არსებული ინფორმაციის რაოდენობა არა მის მოცულობაზეა დამოკიდებული, არამედ ოთახის შემომფარგლავი კედლების ფართობზე. ეს პრინციპი, პლანკისეულ სიგრძეს ეფუძნება – ზედაპირის ერთ-ერთ მხრის ზომაა, 1 ბიტი ინფორმაციით მასზე. ამ მანძილზე კვანტური მექანიკის პრინციპები კლასიკურ გრავიტაციაზე დომინირებენ. ინფორმაციული ზღვრის არსებობის პოსტულირება პირველად 1993 წელს ფიზიკოსმა ჟერარ ჰუფთმა მოახდინა. მისი მიღება შემდეგი მტკიცებულების განზოგადებითაც შეიძლება, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად სხვა სფეროს ეკუთვნის: შავ ხვრელში არსებული ინფორმაცია არა მისი მოცულობით განისაზღვრება, არამედ მოვლენათა ჰორიზონტის ფართობით(შავი ხვრელი: მეხსიერების მოწყობილობა). ტერმინი „ჰოლოგრაფიული“, ჰოლოგრამის ანალოგიიდან მოდის, როცა სამგანზომილებიანი გამოსახულება, ბრტყელ ეკრანში სინათლის გატარებით მიიღება. როგორც არ უნდა იყოს, ვინც ამ გამოსახულებას დააკვირდება იტყვის, რომ არა 3×1065 ბიტ ინფორმაციას ხედავს, არამედ პატარა ჩაიდანს(ისევ ჰოლოგრამული სამყარო…; ვირტუალური სამყარო – ახალი რელიგია?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.