”ჰაბლის” მემილიონე დაკვირვება

  ავტომატური ობსერვატორია ”ჰაბლი” დედამიწის ორბიტაზე იმყოფება, სადაც ის 1990 წლის 24 აპრილს კოსმოსური ბორანი ”დისქავერით” გაიყვანეს(მისია STS-31). თვიდან მისი ორბიტაზე გაშვება დაგეგმილი იყო 1986 წლისთვის, მაგრამ 28 იანვრის ”ჩელენჯერის” კატასტროფამ შატლების მისია შეაჩერა. ტელესკოპის მასა 11 ტონაა. გაშვებამდე 4 წელი ტელესკოპი სპეციალურ შენობაში ინახებოდა, ხელოვნურად რეგულირებადი ატმოსფეროთი, ხოლო აპარატურა ნაწილობრივ ჩართული იყო. მისი შენახვის საფასური თვეში 6 მილიონი დოლარი დაჯა, რამაც ისედაც ძვირი პროექტი კიდევ უფრო გააძვირა.

 ჰაბლის” მემილიონე დაკვირვება ეკზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ძებნას უკავშირდება, პლანეტა 1000 სინათლის წლიათაა დედამიწიდან დაშორებული.

 უკვე 21 წელია ტელესკოპი ”ჰაბლი” გვაკვირვებს ფოტოებითა და აღმოჩენებით. ეს იყო პირველი კოსმოსური ობსერვატორია და ის ფაქტი, რომ ”ჰაბლმა” თავისი მემილიონე დაკვირვება გააკეთა, თან შორეულ ეკზოპლანეტაზე, ამ მოვლენას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის”- განაცხადა ნასას ადმინისტრატორმა ჩარლზ ბოლდენმა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.