ხუთი ხილული პლანეტის აღლუმი

 ივნისის ბოლოს, ხუთივე პლანეტა, რომელთა დანახვა შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი — მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი — ცაზე ერთ ხაზზე გამწკრივდება. ამასთან ერთად, მათი განლაგების მიმდევრობა, მზიდან ამ პლანეტების დაშორების მიხედვითაც იქნება. ეს ციური სანახაობა, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ, აღმოსავლეთ (სამხრეთ-აღმოსავლეთ) ჰორიზონტზე გამოჩნდება, მზის ამოსვლის წინ. 27 ივნისს, ვენერასა და მარსს შორის კლებადი მთვარის ნამგალი აღმოჩნდება. ამ დღესვე ადვილი მოსაძებნი იქნება მერკური, იმოძრავებს რა ჰორიზნტის თავზე მარჯვნივ. ხუთივე პლანეტის ერთად დანახვის საშაულება ბოლოს 2004 წელს მოგვეცა. ასტრონომების თქმით, დამზერადი იქნება ურანი და ნეპტუნიც, ოღონდ ტელსკოპით ან ბინოკლით (ბინოკლი თუ ტელესკოპი), რადგან შუიარაღებელი თვალით ეს პლანეტები არ ჩანს. ივნისის ბოლოსკენ ამ ყველაფრის სამზერად დაახლოებით 1 საათი გვექნება, სანამ მზის სხივები გაანათებს ცას (მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.