ჭექაქუხილი და ორიონი ულურუს უკან

 რა ხდება ულურუს უკან? ავსტრალიის ცენტრალური ნაწილის ვაკეებზე 350 მეტრზე აზიდული მთა ულურუ, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ბუნებრივ ძეგლად არის აღიარებული. დანალექი ქანებისგან შემდგარი ულური, 300 მილიონი წლის განმავლობაში ფორმირდებოდა, შემომფარგლავი შედარებით რბილი ქანების ეროზიის ხარჯზე. ეს ფოტო მაისის შუა რიცხვებშია გადაღებული, უკანა პლანზე ჩანს მძვინვარე ელჭექი, კიდევ უფრო შორს კი ვარსკვლავებიანი ცა იშლება, რომელზეც ორიონის თანავარსკვლავედია გამორჩეული. ულურუს მიდამოებში ადამიანი უკვე 22 ათასი წელია ბინადრობს. აბორიგენთა ადგილობრივმა ტომებმა დიდი ხანია კარგად იციან, რომ ორიონის გამოჩენასთან ერთად, წლის ცხელი დრო დგება ხშირი ელჭექით (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში კი პირიქით – ორიონი და ზამთრის ექვსკუთხედი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.