წყალი მკვდარ ვარსკვლავთან ახლოს

 გერმანელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა თეთრი ჯუჯა GD 61-ის გარემომცველ სივრცეში ნამსხვრევებისა და მტვრისგან შემდგარი ღრუბელი აღმოაჩინეს. სპექტრული ანალიზით დადგინდა, რომ ის წყლის დიდ რაოდენობას შეიძლება შეიცავდეს(Nature News).
თეთრ ჯუჯამდე მანძილი, რომლის ადგილზე ერთ დროს მზეზე სამჯერ დიდი ვარსკვლავი იყო, 150 სინათლის წელს შეადგენს. ახალი კვლევის წარმომდგენელმა მეცნიერებმა GD 61 ეკზოპლანეტების ძებნის პროექტის ჩარჩოებში შეისწავლეს. სპექტრული მონაცემების მიხედვით ნივთიერებათა ნაწილი თეთრი ჯუჯას ზედაპირზე დაეცა, მისი ქიმიური შემადგენელი და შესაბამისად, სპექტრიც შეცვალა. „ჰაბლის“ ულტრაიისფერი დიაპაზონის სპექტრომეტრის გამოყენებით ასტრონომებმა GD 61-ზე ჟანგბადის მომატებული კონცენტრაცია გამოავლინეს.
ჟანგბადი, სამყაროში გავრცელების მიხედვით მესამეა(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი), თუმცა გაზის სახით, მნიშვნელოვანი რაოდენობით, მხოლოდ დედამიწაზეა აღმოჩენილი. ეს გაზი მაღალი ქიმიური აქტიურობით გამოირჩევა და სხვა ელემენტებთან ოქსიდებს წარმოქმნის: პირველ რიგში სილიციუმთან და რკინასთან. GD 61-ზე ვარდნილ ქვებსა და ქვიშის ნამსხვრევებს(კვარცი SiO2) თან ჟანგბადის მოტანა შეეძლოთ, თუმცა ჟანგბადი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ჯუჯაზე ასტეროიდების ვარდნის შემთხვევაში იყო მოსალოდნელი.
ჟანგბადი, განმარტავენ მკვლევარები, რომელიღაც სხვა ოქსიდის შემადგელონლობაში უნდა ყოფილიყო. ყველაზე უფრო შესაძლებელი ვარიანტი წყალია – H2O ან ნახშირმჟავა გაზი – CO2, ეს უკანასკნელი სპექტრული ანალიზით გამოირიცხა.
შესაბამისად, რჩებოდა მხოლოდ წყალი, უფრო სწორედ ყინული. გამოთვლების მიხედვით, ასტრონომების მიერ დამზერილი წანაცვლება სპექტრში შეესაბამება ნამსხვრვების ღრუბელს, რომელიც ვესტას ზომის ასტეროიდის დაშლით შეიძლება წარმოიქმნას. ასეთი ობიექტის მასის მეოთხედი ყინულზე უნდა მოდიოდეს და ის, ასტრონომიული თვალსაწიერით არც თუ ისე დიდი ხნის წინათ დაიშალა. თეთრი ჯუჯების ახლოს მდებარე მტვროვანი დისკოები დაახლოებით 1 მილიონი წლის განმავლობაში შთაინთქმებიან, ხოლო GD 61-ის ზედაპირზე მოხვედრილი ნაზავები კიდევ უფრო მალე, დაახლოებით 20 ათას წელიწადში უნდა ჩაძირულიყვნენ.
თეთრი ჯუჯები ფაქტიურად აღარც არიან ვარსკვლავები, რადგან მათში თერმობირთვული რეაქციები ვეღარ მიმდინარეობენ, ეს, მზის მასის ვარსკვლავების სიცოცხლის ბოლო სტადიაა. როცა ვარსკვლავი გარე გარსს იცილებს და თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, მისი დიამტერი ასეულობით ჯერ მცირდება(ჩანდრასეკარის ზღვარი), თუმცა მასის ძირითადი ნაწილი მის ფარგლებში ნარჩუნდება. ძალიან მაღალი სიმკვრივის გამო თეთრი ჯუჯა უკიდურესად ნელა ცივდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.