წელიწადი დედამიწის ცაზე

 ყოველი ნაწილი ერთი დღეა. ამ ვიდეორგოლში, რომელიც 360 პატარა ნაწილისგანაა შედგენილი, დედამიწის ცის ერთ წლიანი ისტორიაა წარმოდგენილი.  კადრები, სანფრანცისკოს (კალიფორნია) ექსპლორატორიუმის მუზეუმის სახურავზე დაყენებული კამერით არის გადაღებული. დილიდან საღამომდე კამერა ყოველ 10 წამში ერთ ფოტოს იღებდა, 2009 წლის შუა წლიდან, 2010-ის შუამდე. მარცხენა დაბალ კუთხეში ადგილობრივი დროის სვლაა წარმოდგენილი. ვიდეოკადრები ქრონოლოგიური მიმდევრობით არის დაწყობილი, 28 ივლისიდან დაწყებული, მარცხენა მაღალი კუთხიდან. 1 იანვარის შესაბამისი კადრები სადღაც შუაშია. დღე-ღამე 24 საათი კი გრძელდება, მაგრამ ნათელი დღეების ხანგრძლივობა იცვლება: ყველაზე ხანგრძლივი ნათელი დღეები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ივნისზე და მის მეზობელ ზაფხულის თვეებზე მოდის. კიდურა ვიდეორგოლები უფრო ნათელია, შუაში კი უფრო ბნელი, რაც ზამთრის მზის გვიანდელ ამოსვლებს შეესაბამება. ყველა ვიდეოჩანაწერზე ბნელი ფერი ღამეს აღნიშნავს, ცისფერი – ნათელ დღეს, ხოლო თეთრი – ღრუბლებს. ჩანს რთული სტრუქტურის ღრუბლების მოძრაობაც. ყოველი ვიდეროგოლის ბოლოში საღამო დგება, ვხედავთ დაისს, შემდეგ კი დაღამებას ზამთრის შესაბამის შუა ვიდეოკადრებში, მერე კი ზაფხულის ზედა და ქვედა კადრებშიც (საერთაშორისო სადგურიდან დანახული დედამიწა; სეზონების ცვლილება; დედამიწა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.