ჩანდრაგუფთას სვეტი

 ნახევარ ათასზე მეტი წლის წინათ დამზადებული სვეტი ინდოეთის დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანზე დგას. უძველესი დროიდან, მისკენ მომლოცველთა დიდი რაოდენობა მიემართებოდა, რადგან ითვლება, რომ თუ სვეტს ზურგით მიეყრდნობი და ხელებს შემოავლებ, სამუდამო ბედნიერებას ჰპოვებ.

 ჩანდრაგუფთას სვეტს, ცნობილი არქიტექტორული ანსამბლის ქუთბ-მინარის ნაწილს, მდებარე ძველი დელიდან სამხრეთით, დაახლოებით 20 კილომეტრის მანძილზე, მსოფლიოს ინდურ საოცრებას უწოდებენ. 6,5 ტონიან 7 მეტრის სიმაღლის რკინის ვერტიკალურ სვეტს საუკუნეებმა ვერაფერი დააკლო. ის 415 წელს აღმართეს, ინდოეთის ძლევამოსილი მმართველის  – ჩანდრაგუფთა II-ს საპატივცემულოდ, რომელიც 413 წელს გარდაიცვალა.

 მისი დამზადების წესი ახლაც უცნობია. მეტეორიტული რკინის ვარიანტიც გამოირიცხა(არამიწიერი წარმომავლობის ქანდაკება), რადგან მის შემადგენელში არ არის ნიკლი. დიდი ხნით ვერც რკინის არასტანდარტული მადანის ვერსიამ იარსება, რადგან მის სასარგებლოდ ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნა მოძებნილი. იგივე შეიძლება ითქვას ”განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებზეც”, რადგან თავისი არსებობის განმავლობაში სვეტი რამდენიმეჯერ იქნა გადატანილი. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, თაყვანისმცემელთა ჯგუფები უნებურად, ზეთებითა და სანელებლებით აპრიალებდნენ მას. ამ ვერსიით ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ სვეტის ზედა ნაწილიც დიდებულადაა შემონახული. უფოლოგები, ტრადიცულად, ყველაფერ აუხსნელს უცხო ცივილიზაციებს აბრალებენ – საიდან იცოდნენ V საუკუნის ხელოსნებმა მარად უჟანგავი ლითონის ჩამოსხმის ტექნოლოგია(ანომალური მოვლენები)?

 თანამედროვე ატმოსფერომედეგი ფოლადის(Weathering steel) სხმულის შემთხვევითი მიღების ვერსია არარეალურია. მჭედელმა, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იცოდა, თუმცა საიდან, უცნობია, რაც მეცნიერთა და ისტორიკოსთა შორის ახლაც უთანხმოებას იწვევს. არც ერთი ჰიპოთეზა ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად დამტკიცებული(ღმერთების ძვლები: ძველეგვიპტური რკინა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.