შატლი და საერთაშორისო კოსმოსური სადგური

 როგორ გაკეთდა ეს ფოტო? ჩვეულებრივ, კოსმოსში შატლის ფოტოების გადაღება ხდება საერთაშორისო სადგურიდან. ხოლო კოსმოსური სადგურის ხედებს შატლიდან იღებენ.

როგორღა მოხერხდა ისეთი გამოსახულების მიღება, რომელზეც სკს და შატლი ერთად არიან? საქმე იმაშია, რომ „ინდევორის“ ბოლო მოგზაურობიდან ორი კვირით ადრე სადგურს სატვირთო ხომალდი გამოეყო, კოსმონავტებით ბორტზე. სწორედ მათ შეძლეს ამ შთამბეჭდავი სურათების გადაღება. სატვირთო ხომალდი არის რუსული „Союз ТМА-20“, ის იმავე დღეს დაეშვა ყაზახეთის ტერიტორიაზე. ამ ეფექტურ ფოტოზე  კარგად ჩანს შატლისა და სადგურის სხვაობა ზომებში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.