ყველაზე სწრაფად მბრუნავი ნანონაწილაკები

 პერდიუს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნანონაწილაკებისგან შექმნეს სისტემა, რომელშიც ეს ნაწილაკები წამში მილიარდ ბრუნს აკეთებენ, რაც მექანიკური ბრუნვის სიჩქარის რეკორდიც არის. მბრუნავი ნაწილაკები თეორიების გადასამოწმებლად და სივრცე-დროის კონტინიუმის შესასწავლად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

 “კვანტურ ფიზიკაში არსებობს ცნება ვაკუუმის ოსცილაციის შესახებ(კაზიმირის დინამიური ეფექტის აღმოჩენის შესახებ), რაც ვირტუალური ნაწილაკების მომენტალური გაჩენა გაქრობით არის განპირობებული. ძალიან დიდი სიჩქარით მოძრავ ნანონაწილაკებზე კი ვირტუალურებმა გარკვეული სუსტი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს” – ამბობს ტონგკანგ ლი(პერდიუს უნივერსიტეტი).

 ექსპერიმენტში ჰანტელის ფორმის კვარცის ნანონაწილაკები გამოიყენეს, ასამდე ნანომეტრის ზომით. ასეთი ფორმის სწრაფად მბრუნავი ნაწილაკი, ძალიან მცირე ძალით ზემოქმედებითაც კი დაკარგავს ბალანსს, რომლის გაზომვაც შესაძლებელია. ვაკუუმში, ე.წ. ოპტიკური პინცეტით აწეული ნანონაწილაკები, პოლარიზებული სინათლით(რომლის ელექტრული ველი გარკვეული სიხშირით ბრუნავს) დაასხივეს, პატარა ნანოჰანტელებმა კი უზარმაზარი სიჩქარით დაიწყო ბზრიალი, ერთი მილიარდი ბრუნი წამში.

 “ასეთი სიჩქარე მიღწევადია, რადგან ვაკუუმში არ არის ატომები, რომლებსაც ნანონაწილაკები შეიძლება შეეჯახოს. თეორიულად, შეიძლება მიღწეული იქნას სიჩქარე, როცა ნანონაწილაკის ატომების შემაკავებელ ძალას, ცენტრიდანული ძალა გადაძლევს და ნაწილაკი ცალკეულ ატომებად დაიშლება. ამ ზღვრამდე მისაღწევად ჯერ უნდა შევისწავლოთ, როგორ გადასცემს პოლარიზებული სინათლე თავის ბრუნვის მომეტს ნანონაწილაკებს” – ამბობს რენე რაინმანი(პერდიუ).

 როგორც უკვე აღინიშნა, მბრუნავი ნანონაწილაკებით ფუნდამენტური ფიზიკის შესაძლებლობები შეიძლება გადამოწმდეს. გარდა ამისა, ექსპერიმენტით მიღებული შედეგები მინიშნება შეიძლება იყოს უჩვეულო სიგნალების ბუნების ასახსნელად, რომლებიც სამყაროს სიღრმეებიდან მოდის. უახლოეს მომავალში მეცნიერები გეგმავენ ეს ექსპერიმენტები აბსოლუტურ ნულთან ახლო ტემპერატურაზე ჩაატარონ, რაც მათ ვაკუუმის კვანტური შემადგენელის შესწავლაში დაეხმარება(ნანოტექნოლოგიავაკუუმი: ორიგინალური და ყალბი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.