ღარების ქსელით დაფარული კრატერი მარსზე

 ყინულით შესვებული ნაპრალების ქსელით დაფარული კრატერი, მარსის ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარეობს. 5 კილომეტრიანი კრატერის უჩვეულო იერის ფორმირება, ათასწლეულების განმავლობაში, გაყინვა-გალღობის ურიცხვი რაოდენობის ციკლების ზემოქმდებით მოხდა. მსგავსი რამ დედამიწაზეც ხდება, თუმცა მარსული კრატერის ამ ფოტოზე, მოვლენა გაცილებით დეტალურად არის წარმოდგენილი.

 მარსის ორბიტზე მოძრავი თანამგზავრის – MRO(მარსის ორბიტალური მზვერავები), ბორტზე არსებული მაღალი გარჩევადობის კამერით – HiRISE, გადაღებული ფოტოების შემსწავლელი ჯგუფის განმარტებით, კრატერის კიდესთან ახლოს არსებულ ნაპრალებს რკალის, ხოლო ცენტრთან ახლოს მდებარე მრავალკუთხედებს ტიპიური ფორმა აქვს, უშუალოდ ცენტრში კი, მრავალკუთხედები კიდევ უფრო მცირე ზომის მრავალკუთხედებად არის დაბზარული.

mtvare qseli krateri 2

 წითელი პლანეტის ზედაპირიდან 314 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრავი MRO-ს კამერა HiRISE-ს, 1 მეტრამდე ზომის ზდაპირული დეტალების გარჩევა შეუძლია. ამ ინსტრუმენტით გადარებული სხვა ახალი ფოტოები ამ მისამართზე შეგიძლიათ იხილოთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.