ფომალჰაუტის მტვრის დისკო “ჯეიმს ვებისგან”

 ფომალჰაუტი, სამხრეთ ნახევარსფეროს ელვარე ვარსკვლავია, რომლამდე მანძილიც 25 სინათლის წელია. ჯერ კიდევ წინა საუკუნის 80-იან წლებში, მეცნიერებმა ამ ვარსკვლავიდან მომავალი ჭარბი რაოდენობის ინფრაწითელი გამოსხივება აღმოაჩინეს. შემდგომი დაკვირვებებით, ზედაპირული და კოსმოსური ტელესკოპების გამოყენებით, დადგინდა, რომ ინფრაწითელი გამოსხივების წყარო, ამ ახალგზარდა ვარსკვლავის შემომფარგლავი მტვრის დისკოა, რომელშიც პლანეტები ფორმირდება. ეს მკაფიო ინფრაწითელი გამოსახულება, რომელიც “ჯეიმს ვების” კამერე MIRI-თ არის მიღებული, მტვრის დისკოს ადრე შეუმჩნეველ დეტალებს გვიჩვენებს, რაც, სავარაუდოდ, მასში არსებული სხეულების შეჯახებების მოწმობა უნდა იყოს. გამოსახულებაზე ჩანს შიდა მტვრის დისკო და სიცარიელე, რომელიც მტვერში ჩაფლული უხილავი პროტოპლანეტებისგან უნდა იყოს წარმოქმნილი. მასშტაბი წარმოდგენილია ასტრონომიულ ერთეულებში (1 ა.ე. არის საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე – 150 მლნ.კმ.), მარცხენა ქვედა კუთხესთან. გარე დისკოს კიდედან ფომალჰაუტამდე მანძილი დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე მზიდან კოიპერის სარტყელამდე, რომელიც ნეპტუნს იქეთ მდებარე ყინულოვანი სხეულებისგან შემდგარ ღრუბელს წარმოადგენს (კიდევ ფომალჰაუტის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.