უძველესი KOI-3158

(ფოტოზე – Kepler 37b)მეცნიერთა ჯგუფმა დედამიწის ზომის უძველესი ეკზოპლანეტა აღმოაჩინა, რაც ჩვენი გალაქტიკის სხვა ნაწილებში უძველესი სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობისკენ მიუთითებს(The Astrophysical Journal).

 მეცნიერთა ჯგუფმა ტიაგო კამპანტეს ხელმძღვანელობით(ბირმინჰემი, ბრიტანეთი), ჩატარებული კვლევების შესახებ საფრანგეთში ჩატარებულ სიმპოზიუმზე განაცხადა. საუბარია დედამიწის ზომის პლანეტებისგან შემდგარ სისტემაზე, რომელიც კოსმოსური ობსერვატორიის – ”კეპლერი”, საშუალებით აღმოაჩინეს. სისტემა KOI-3158 ქნარის თანვარსკვლავედში მდებარეობს, დედამიწიდან 117 სინათლის წლის მანძილზე(ვარსკვლავებისა და პლანეტების სახელები).

 KOI-3158 იერარქიული სამმაგი სისტემის ნაწილია, რომელშიც კიდევ ორი პატარა ჯუჯა ვარსკვლავიც შედის. ყველაზე უფრო საინტერესო ისაა, რომ სისტემის ასაკი დაახლოებით 11,2 მილირდი წელია(±900 მლნ.წელი). შედარებისთვის, მზის სიტემის ასაკი 5 მილიარდ წელს უტოლდება(უძველესი ეკზოპლანეტა; მაინც რა ასაკისაა სამყარო?).

 ზომების მიხედვით, KOI-3158-ის ერთ-ერთი პლანეტა მერკურის მოგვაგონებს, სამი დანარჩენი მარსს, ხოლო მეხუთე, ყველაზე დიდი მათ შორის, ვენერაზე ოდნავ პატარაა. მიუხედავად ამისა, KOI-3158 მზის სისტემის ასლი მაინც არ არის. მასში უკიდურესი სიმჭიდროვეა, პლანეტები მშობლიური ვარსკვლავის შემოვლას 10 დღეეზე მეტს არ ანდომებენ(მზის დგომა, თანაბარდღეობა და სეზონების ცვლილება).

 კამპანტეს თქმით, KOI-3158-ში რკინის დეფიციტია. ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ გარშემო პატარა ზომის პლანეტები შემოიკრიბეს, როგორც წესი, მრავალფეროვანი ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევიან, პლანეტა-გიგანტებით გარსშემოტყმული ვარსკვლავებისგან განსხვავებით.

 ”ეს იმას შეიძლბა ნიშნავდეს, რომ დედამიწის ზომის პლანეტები სამყაროს განვითრების ადრეულ ეტაპებზეც წარმოიქმნებოდნენ, როცა მეტალების სიმცირე იყო(ზეახალი ვარსკვლავები დიდ ატომებს არ ქმნიან). KOI-3158 მაშინ გაჩნდა, როცა სამყაროს ასაკი ახლანდელის 20% შეადგენდა, რაც საშაულებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დედამიწის ზომის პლანეტები შორეულ წარსულშიც ყალიბდებოდნენ და გალაქტიკას სიცოხლისათვის თავსებადი პირობების მქონე ობიექტებით ამარაგებდნენ” – ამბობს კამპანტე.

 არის თუ არა სიცოცხლე KOI-3158-ში ძნელი სათქმელია, რადგან მისი პლანეტების შემადგენელსა და ატმოსფეროებზე არაფერია ცნობილი. სიცოცხლე ასეთ პლანეტებზე მილიარდობით წლებით ადრე შეიძლება გაჩენილიყო, ვიდრე დედამიწაზე(სიცოცხლე დედამიწაზე ადრე გაჩნდა). შესაძლებელია, რომ მზის სისტემის გაჩენამდე, მონაცვლეობით, ამ პლანეტებზე სიცოცხლის სხვადახვა ფორმები არსებობდნენ(მიწანეპტუნი; ყველაზე კომპაქტური სისტემა და უახლოესი ვარსკვლავის პლანეტა; ეკზოპლანეტები; სიცოცხლე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.