უძველესი ღრუბელი ჰიმიკო ერთბაშად სამი გალაქტიკა აღმოჩნდა

 ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ჰიმიკო (ძველი დროის იაპონელი მმართველი ქალი), სამ გალაქტიკას წარმოადგენს (nrao).

 კვლევაში გამოყენებული იქნა მონაცემები, რომლებიც „ჰაბლიდან“ და ევროპული ALMA-დან მიიღეს. მათი ანალიზით, ღრუბელში სინათლის არა ერთი, როგორც ადრე, არამედ სამი წყარო გამოჩნდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ახალგაზრდა გალაქტიკებია. იმ დროის სამყაროს ასაკი ახლანდელის მხოლოდ 6% იყო.

 აღსანიშნავია, რომ გამოსხივების სპექტრში ნახშირბადის ზოლი თითქმის საერთოდ არ არის. ეს ელემენტი ვარსკვლავების წიაღში წარმოიქმნება, ხოლო ამ უკანასკნელთა „ფეთქებადი“ სიკვდილის მერე კი კოსმოსში იფანტება. ნახშირბადის არ არსებობა იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ ჰიმიკო ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება, რომლებიც დიდი აფეთქების მერევე გაჩნდა. ეს ჰიპოთეზა, თუმცა, დამატებით მტკიცებულებებს მოითხოვს.

 ჰიმიკომდე მანძილი 12,9 მილიარდი სინათლის წელია, ის მერწყულის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. ობიექტის დიამეტრი 55 სინათლის წელს შეადგენს (ირმის ნახტომის ნახევარი). მასა კი 40 მილიარდ მზისას უტოლდება. ჰიმიკო 2009 წელს სუბარუსა და კეკის საშუალებით აღმოაჩინეს. შემდგომი დაკვირვებები, „სპიცერის“ საშუალებით, გვიჩვენებს, რომ ღრუბელი ერთი დიდი გალაქტიკა შეიძლება იყოს.

 ტელესკოპი-რადიოინტერფერომეტრი (როგორ მუშაობს ტელესკოპი) ALMA, ატაკამას უდაბნოშია (ჩილე) განლაგებული. იმისათვის, რომ ცალკეულმა ინსტრუმენტებმა ერთობლივ რეჟიმში იმუშოს, მათგან მიღებული მონაცემების დამუშავებით, იქვე დამონტაჟებული სუპერკომპიუტერია დაკავებული.

himiko 2ჰაბლითა“ და „სუბარუთი“ მიღებული კომპოზიტური გამოსახულება. ცისფრად წყალბადის ნათებაა წარმოდგენილი, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავების გამოსხივებით არის იონიზირებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.