უცხო წყალი მიწიერ ალმასებში

 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ჩინეთის, ზაირისა და სიერალეონეს საბადოებიდან ამოღებულ ალმასებში, ნევადის უნივერსიტეტის(ა.შ.შ.) მეცნიერებმა, ძალიან იშვიათი კუბური ფორმის წყლის ყინულის –  ყინული-VII, ჩანართები აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ შეიძლება დედამიწის წიაღში წყლის რაოდენობის შესახებ წარმოდგენა შეგვაცვლევინოს(Science).

 მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მთელი ყინული, რომელთანაც ჩვენ შეხება გვაქვს, მაგალითად, მაცივარში ფორმირებული ყინული, ყინული-Ih-ის სახით არის წარმოდგენილი, რომელსაც ჰექსაგონური(ექვსკუთხა) კრისტალური მესერი გააჩნია. მთლიანობაში, მენციერთათვის ყინულის რამდენიმე ათეული ფაზაა ცნობილი, რომლებიც სხვადასხვა ეგზოტიკურ პირობებში წარმოიქმნება. მათში შედის ყინული-VII-ეც, კუბური კრისტალური მესრით. როგორც წესი, ის ღია კოსმოსში გვხვდება, დედამიწაზე კი მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში, უკიდურესად მაღალ ტემპერატურასა და წნევაზე(ურანი, ნეპტუნი, მარილი…; GJ 1214b-ს ცხელი ყინული).

 მიუხედავად ამისა, ნევადის უნივერსიტეტის მინეროლოგებმა, ოლივერ ცაუნერის ხელმძღვანელობით, ყინული-VII-ს პირველი ბუნებრივი ნომუშები აღმოაჩინეს. მათი აზრით, ამ კრისტალთა ფორმირება 610-800 კილომეტრის სიღრმეზე ხდებოდა, სადაც წყალი საერთოდ არ უნდა იყოს. საპირისპირო ფაქტი კი იმით შეიძლება აიხსნას, რომ წყალი სულ უფრო ღრმად ჩადიოდა, მზარდი ტემპერატურისა და წნევის ზემოქმედებით კი ყინული-VII-ედ გადაიქცა.

 ეს ადგილი დედამიწის ზედა და ქვედა მანტიის გამყოფ საზღვართან მდებარეობს, ოდნავ უფრო ქვემოთაც. ძნელი სათქმელია, რა რაოდენობის წყალია იქ, თუმცა მისი ასეთ სიღრმეზე არსებობა გეოლოგებს მანტიის ენერგეტიკული ბალანსისა და ქანებში მიმავალი პროცესების გადახედვას აიძულებს(ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ; ჩუკოტკაზე ნაპოვნი კვაზიკრისტალები კოსმოსური წარმოშობისაა; წყალი – საინტერესო ფაქტები; ჩვენ გალაქტიკაში ალმასის პლანეტა აღმოაჩინეს; “სუპერ–დედამიწის” ატმოსფერო პირველად დაახასიათეს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.