უცნაური ფორმები მერკურიზე

 უცნაური ფორმის გიგანტური კლდეები მერკურიზე, მეცნიერებისთვისაც რთულად ასახსნელი აღმოჩნდა. მერკური, მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტაა, რომელიც წლების განმავლობაში იდუმალებით იყო მოცული, სანამ მის ორბიტაზე ნასას პირველი კოსმოსური ზონდი – “მესენჯერი” გავიდოდა, რომელმაც 10 წლიანი მოღვაწეობა ამ წლის აპრილში, მერკურის ზედაპირზე შეჯახებით.

 სურათებზე, რომელთაც “მესენჯერი” ოთხი წლის განმავლობაში აგროვებდა, წარმოდგენილია კლდის უზარმაზარი მასივები, რომელთა სიგრძე 1000 კმ-ს უტოლდება, სიმაღლე 3კმ-ს. ქერქში გაჩენილი ეს გიგანტური ბზარები, პლანეტის გაცივებისა და შემდგომი შეკუმშვის გამო წარმოიქმნა, პლანეტამ შესაძლოა კვლავ განაგრძოს დაპატარავება, მეცნიერების ვარაუდით, 4-იდან 14 კმ-მდე.

 მსგავსი კლდის მასივები პლანეტის მხოლოდ სამხრეთ ნაწილშია, რისი ახსნაც მეცნიერებს კიდევ უფრო უჭირთ. გამოიკვლიეს მერკურის ყველაზე დიდი ფერდობი, რომელიც 50 კმ. სიგრძისაა, მათდა გასაკვირად, აღმოაჩენილ იქნა უამრავი, ერთად თავმოყრილი ზოლები, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, პლანეტის მოპირდაპირე მხარეს მიუყვება.

 დედამიწის ზედაპირი უამრავი ტექტონიკური ფილასგან შედგება, ხოლო მერკურისი – მხოლოდ ერთისგან, აქედან გამომდინარე, მერკური იდეალური ობიექტია შესასწავლად. მისი კვლევა მეცნიერებს დაეხმარება გაიგონ, თუ როგორ ყალიბდებოდა მზის სისტემის სხვა პლანეტები(მისია „მესენჯერი“;მერკური).

ავტორი: თეო გრძელიშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.