უინსთონ ჩერჩილი არამიწიერი სიცოცხლის შესახებ

 ამერიკის შეერთებულ შტატებში, უინსთონ ჩერჩილის სტატია იქნა აღმოჩენილი, რომელშიც ის არამიწიერი სიცოცხლის არსებობის შესახებ წერს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ესე, მეორე მსოფლიო ომის დროს ჟურნალ The Nature-ში გამოქვეყნდა.

 ესეს პირველი ვერსია, სახელად ”მარტონი ვართ სამყაროში?”, ჩერჩილმა , როგორც ჩანს, ჯერ კიდევ 1939 წელს გაზეთ News of The World-ისთვის დაწერა. 50-იანი წლების ბოლოს, იმყოფებოდა რა გამომცემლის (ემერი რივზი) ვილაზე, პოლიტიკოსმა თავისი ნაშრომი შეასწორა, ხოლო სათაური იგივე დატოვა. 80-იან წლებში კი რივზის ცოლმა თერთმეტგვერდიანი ხელნაწერი ჩერჩილის ნაციონალური მუზეუმის არქივს გადასცა, რომელიც ა.შ.შ-ს ქალაქ ფულთონში მდებარეობს.

 ჩერჩილის ესეს ბევრი საერთო აღმოაჩნდა თანამედროვე ასტრობიოლოგიურ შეხედულებებთან. პრემიერი ე.წ. ”კოპერნიკისეულ პრინციპს” ეყრდნობოდა, ერთ-ერთ პოსტულატს, რომლის მიხედვით, სამყარო ძალიან დიდია იმისათვის, რომ დედამიწისეული სიცოცხლე უნიკალურ მოვლენად ჩაითვალოს (დედამიწა – იშვიათი გამონაკლისი…).

 ჩერჩილის მოსაზრებით, სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო მთავარი პირობაა გამრავლება, ხოლო უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – წყალი. მან ასევე გამოიყენა ტერმინი, რომელსაც ახლა სიცოცხლის არსებობისათვის თავსებად ზონას უწოდებენ – პლანტის დაშორება თავისი მნათობიდან. ამის საფუძველზე, ჩერჩილმა დაასკვნა, რომ მზის სისტემაში, დედამიწის გარდა, სიცოცხლე მარსსა და ვენერაზეც შეიძლებოდა გაჩენილიყო.

 სხვა ვარსკვლავურ სისტემებზე საუბრისას, პოლიტიკოსი აღნიშნავდა, რომ მზე – ”მხოლოდ ერთი ვარსკვლავია იმ მილიონობით ვარსკვლავიდან, რომელთაგანაც ჩვენი გალაქტიკა შედგება”. თხევადი წყლის არსებობისთვის ეგზოპლანეტას შესაბამისი ზომა და ატმოსფერო უნდა ჰქონდეს, წერდა ჩერჩილი.

 2010 წელს, დიდი ბრიტანეთის ნაციონალურმა არქივმა საიდუმლო დოკუმენტები გახსნა, გაირკვა, რომ ის, სამეფო საჰაერო ძალების პილოტებს ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან შეხვედრაზე საუბარს უკრძალავდა. იმ მოსაზრებით, რომ ამო-ს შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში პანიკის პროვოცირებას მოახდენდა.

 სერ უინსთონ ლეონარდ სფენსერ-ჩერჩილი (1874-1965), ბრიტანელი პოლიტიკოსი და საზოგადე მოღვაწე იყო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1940-45 და 1951-55 წლებში (ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.