ტუმბოს გალაქტიკები(Abell S0636)

 ტუმბოს სახელით ცნობილი გროვა, ამ ფართოკუთხიან და ღრმა გამოსახულებაზე, გალაქტიკებით არის დაწინწკლული. ტუმბოს გროვა, სიახლოვით მესამე გალაქტიკური გროვაა, ქალწულისა და ღუმელი მერე. განთქმულია თავისი კომპაქტურობითა და ელიფსური გალაქტიკების დომინირებით სპირალურებზე(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები). დედამიწიდან 130 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გროვა ტუმბოში, იგივე ეიბელ S0636, ორი მილიონი სინათლის წლის სივრცეზეა გადაჭიმული. მასში ორი, მკაფიოდ გამოხატული გალაქტკური გროვებია, გამოსახულების ცენტრს ქვემოთ და მარცხენა ზედა ნაწილში. გროვაში 200-მდე გალაქტიკაა, ცენტრალური დომინანტი გალაქტიკის გარეშე. გაზის ვერტიკალური წითელი ზოლი, ტუმბოს ზეახლის ნარჩენს უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც ჩვენს გალაქტიკაში მდებარეობს და გროვასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ეს შედგენილი გამოსახულება(ახალი ზელანდია), მთლიანობაში 150 საათიანი ექსპოზიციით, 6 თვის განმავლობაში გადაღებული ფოტოებით არის აწყობილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.