სინესთია

 ამერიკელმა მეცნიერებმა, სინესთიის არსებობა ივარაუდეს – პლანეტური ობიექტების ახალი ტიპისა(news.agu.org).

 თავიანთ მიერვე შექმნილი პროგრამით – HERCULES(მაღალი ექსცენტრულობის მქონე ბრუნავი U-ს ფორმის ფენების წონასწორობის სტრუქტურა), მუდმივი სიმკვრივის მქონე გაცხელებული მბრუნავი სფეროიდის ევოლუცია შეისწავლეს.

 გაირკვა, რომ ციური სხეული იქცევა სინესთიად, როცა მისი ეკვატორის ბრუნვის კუთხური სიჩქარე, ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეს აჭარბებს. ხშირ შემთხვევაში სინესთია მაშინ ჩნდება, როცა ერთმანეთს ორი სწრაფადმბრუნავი ობიექტი ეჯახება.

 სახელი სინესთია, ავტორთა ინიციატივით შეირჩა – συν(ერთად) და Eστια(ესთია – არქიტექტურის ქალღმერთი).

 ასეთი ტიპის პლანეტის არსებობის ხანგრძლივობა მით მეტია, რაც უფრო მეტია მათში მატერია. დროთა განმავლობაში, სინესთიისგან პლანეტა და მისი თანამგზავრი ყალიბდება.

 მეცნიერთა აზრით, სისტემა დედამიწა-მთვარე შორეულ წარსულში სინესთიის მდგომარეობაში 100 წელი იქნებოდა. გარდა ამისა, მოდელირებამ ცნობილი ტიპის პლანეტებიც მიიღო – პლანეტები და პლანეტები დისკოებით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.