სატურნის რგოლები და ოთხი თანამგზავრი

 ამ ფოტოზე ყველზე შორს ტიტანია მოქცეული, სატურნის უდიდესი თანამგზავრი. ბნელი დეტალები, მუდმივად ღრუბლებით დაფარული თანამგზავრის ზედა ნაწილში, ჩრდილოეთის პოლარული ქუდია. კარგად ჩანს კაშკაშა დიონეც, კრატერებითა და წაგრძელებული ყინულოვანი კლდეებით მასზე. მარცხნივ, სატურნის А რგოლი (რგოლების რუკა) და ენკეს ბნელი ღარი, მასში კი სატურნის ყველაზე პატარა თანამგზავრი პანი. პანის დიამეტრი სულ რაღაც 35 კილომეტრია, თუმცა საკმარისად მასიურია იმისათვის, რომ ენკეს რგოლი მტვრის ნაწილაკებისგან გაწმინდოს. მარჯვნივ, რგოლების კიდესთან ჩანს პანდორა, 80 კილომეტრიანი პანდორა F რგოლს უნარჩუნებს ფორმას. სატურნის ორბიტაზე 10 წელზე მეტი ხნის მუშაობის მერე, კოსმოსურმა აპარატმა “კასინი”, ამოწურა რა სამანევრე საწვავის მარაგი, ბრძანებით დედამიწიდან, სატურნის ატმოსფეროში შეიჭრა და დაიწვა („კასინი“ – მისიის დასასრულის კულმინაციური მომენტი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.