სამყაროს “ფანჯრები…”

 დიდი დათვის თანავარსკვლავედი, რომელიც კოვზს უფრო ჰგავს, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი და ცნობადი თანავარსკვლავედია. ამ კოვზის ტარის გარშემო უცნაური ულტრაიისფრი ნათება იქნა აღმოჩენილი. დიდი დათვის ვარსკვლავებამდე მანძილი 58-დან 124-მდე სინათლის წლის ფარგლებში მერყეობს, დედამიწიდან კი ისინი ერთ სიბრტყეში განლაგებული გვეჩვენება.

 ვარსკვლავებთან ახლოს, კოვზში, თითქმის იდიალური, 30 გრადუსიანი რკალის ფორმის ულტრაიისფრი ნათება აღმოაჩინეს. მეცნიერთა ვარაუდით, რკალი, შეკუმშული წყალბადის ღრუბლისგან უნდა შედგებოდეს, რომელიც ზეახლის აფეთქების მერე გაჩნდა და აფეთქების ადგილიდან წამოსული დარტყმითი ტალღის შემოქმედებაა (aanda.org).

 ზეახლის აფეთქება დაახლოებით 600 სინათლის წლის მანძილზე მოხდებოდა, 100 ათას წელზე მეტი ხნის წინ, ირმის ნახტომის სიბრტყის ზემოდან, სადაც ვარსკვლავების სიმცირეა. დარტყმითმა ტალღამ, კოსმოსური მასშტაბების “ცოცხივით” მოხვეტა მტვერი და გაზი, რითაც დედამიწელ ასტრონომებს შორეულ კოსმოსში გახედვის საშუალება გაუადვილა. სამყაროს ვარსკვლავთშორის ფანჯრებს, ირმის ნახტომიდან ძალიან შორს მდებარე მილიონობით გალაქტიკის შესასწავლად იყენებენ.

 დიდი დათვის რკალი რომ არა, ყველასათვის კარგად ცნობილი “ჰაბლის ექსტრემალურად ღრმა კოსმოსი” ასეთი შთამბეჭდავი ვერ იქნებოდა. მისი წყალობით, ათასობით ახალი გალაქტიკა იქნა აღმოჩენილი, რამაც სამყაროზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.