სამყაროს გაფართოების სიჩქარე კვაზარის საშუალებით გაზომეს

 სამყაროს გაფართოების სიჩქარე ჰაბლის მუდმივათი განისაზღვრება და გამოისახება კილომეტრებით წამში მეგაპარსეკზე ( 1 მპს = 3,3 მლნ. სინათლის წელი). მარტივად რომ ვთქავათ, თუ ახლა ეს მაჩვენებელი 73 (კმ/წმ)/მგპს უტოლდება, მაშინ, ერთი მეგაპარსეკით დაშორებული ობიექტები 73 კმ/წმ-ით შორდება ერთმანეთს.

 ჰაბლის მუდმივა ფუნდამენტურ კონსტანტას არ წარმოადგენს და უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ის დროთა განმავლობაში იცვლება. მიუხედავად ამისა, ახლა ის მთელ სამყაროში ერთნაირია და ამ თვალსაზრისით – მუდმივია.

 უკანასკნელ ათწლეულებში, მუდმივას მაჩვენებელი სხვადასხვა მეთოდებით არაერთხელ გაზომეს. მთლიანობაში, შეფასება 67-73 (კმ/წმ)/მგპს დიაპაზონში მერყეობს.

 ამერიკელმა, შვედმა და ბრიტანელმა ასტრონომებმა, ჰაბლის მუდმივას ახლიდან გაზომვა ლინზირებული კვაზარის საშუალებით მოახდინეს, რომლის გამოსახულება გრავიტაციულმა ლინზამ გააორმაგა. შეგახსენებთ, რომ კვაზარი, შორეულ მანძილებზე მდებარე გალაქტიკათა აქტიურ ბირთვს წარმოადგენს. მათი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ელვარების პერიოდული რყევა – სიკაშკაშის ათეულებითჯერ ცვლა.

 თუ კვაზარიდან წამოსული სინათლე მასა და ჩვენს შორის მდებარე გალაქტიკაზე გაივლის, ეს უკანასკნელი, გრავიტაციული ლინზის როლში გამოდის და უკან მდებარე ობიექტის რამდენიმე გამოსახულებას იძლევა. ორად გაყოფილი გამოსახულების ელვარების რყევა დედამიწელი დამკვირვებლისთვის ერთდროული არ არის, დამოკიდებულია იმ გზის სიგრძეზე, რომელიც სინათლემ გამოიარა. ორ ციმციმს შორის დაყოვნების ცოდნით, წინ მდებარე გალაქტიკის გრავიტაციული ველის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, კვაზარამდე (ამ შემთხვევაში კვაზარამდე SDSS J1206 4332(პირველი სურათი)) და წინ მდებარე გალაქტიკამდე მანძილის გამოთვლაა შესაძლებელი. გალაქტიკისა და კვაზარის წითელი წანაცვლების ცოდნით კი სამყაროს გაფართოების სიჩქარის დადგენა. ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 72,5  (კმ/წმ)/მგპს გამოვიდა(სამყაროს გაფართოების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.