რატომ არის წყალი სველი?

 მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები წყალს სველად შეიგრძნობენ, გაცილებით რთულია, ვიდრე გვგონია. ადამიანის კანს წყალთან კონტაქტზე რეაგირება არ შეუძლია, რადგან სინესტის აღმქმელი რეცეპტორები არ გააჩნია.

 ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობში მოსვენებას არ აძლევდა მეცნიერებს, რომლებიც ცდილობდნენ დაედგინათ, რატომ შეუძლიათ ადამიანებს წყლის შეგრძნება.

 გაირკვა, რომ ეს, ტემპერატურისა და ტექსტურის ცვლილების გამო ხდება, როცა ადამიანი წყალს ეხება.

 ექსპერიმენტები ლაფბოროს უნივერსიტეტში(საფრანგეთი) ჩატარდა. მასში 13 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებზეც ცივი(25 °C), საშუალო ტემპერატურისა(30 °C) და თბილი(35 °C) წყლით ზემოქმედებდნენ.

 კვლევის მსვლელობისას მათ თხოვდნენ ეთქვათ, რა დონის სინესტეს გრძნობდნენ ისინი. ზოგიერთ შემთხვევაში მკვლევარები სპეციალურ სამაჯურს იყენებდნენ, რათა ნერვების მგრძნობელობა შეემცირებინათ. ექსპერიმენტები თმიან, შიშველ და თითის ბოლოებზე ტარდებოდა.

 მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სისველე, ცივი წყლის შემთხვევაში უფრო კარგად აღიქმება. ასევე დადგინდა, რომ მოხალისეები გაცილებით ნაკლებ მგრძნობელობას ავლენდნენ, თუ მათი ნერვები ბლოკირებული იქნებოდა.

 თმით დაფარული კანი უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდა, ვიდრე შიშველი. მეცნიერთა აზრით, ადამიანის აზროვნებაში სისველე ილუზორული შეგრძნებაა. როცა სხეული წყალს ეკონტაქტება, ადმიანის ტვინი მარტივი პასუხის ძებნას იწყებს, რომელიც აქამდე მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება.

 აღსანიშნავია, რომ ახლახანს, მეცნიერებმა დედამიწის ზღვებსა და ოკეანეებში არსებული წყალის ასაკი დაადგინეს, ის მზეზე ხნიერი აღმოჩნდა. ეს საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ გაზურ-მტვროვან ღრუბლებში, რომლებშიც ვარსკვლავები და პლანეტები იბადებიან, წყალი საკმაოდ გავრცელებული კომპონენტია და არა იშვიათი(წყალი მკვდარ ვარსკვლავთან ახლოს; წყლის ერთი წყარო; წყალი არც თუ ისე ბევრია; კუროს თანავარსკვლავედში თბილი წყალი აღმოაჩინეს; წყლის ორთქლი ადრეულ სამყაროში; “მიწიერი” წყალი კომეტაზე; წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარი სამყაროში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.