პულსარების კიდევ ერთი უჩვეულო თვისება

 დედამიწიდან 6500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე კიბორჩხალას ნისლეულში, მეცნიერებმა “გიგანტური რადიოიმპულსების” სახელით ცნობილი იშვიათი მოვლენა დააფიქსირეს, რომელსაც რენტგენის გაძლიერებული ნათება ახლდა თან.

 რადიოპულსარები, ნეიტრონული ვარსკვლავების ტიპია, ზეახლად აფეთქებული მასიური ვარსკვლავების მკვრივი ბირთვები. პულსარი უზარმაზარი სიჩქარით ბრუნავს, პოლუსებთან კი რადიოგამოსხივების მიმართულ სხივებს (“ჯეტი”) წარმოქმნის. თუ ეს სხივები სივრცეში ისეა ორიენტირებული, რომ პერიოდულად დედამიწისკენ მომართული ხდება, ამ ობიექტებს პულსაციების სახით ვხედავთ, თითქოს კოსმოსური შუქურა იყოს, რომელიც მილიწამიანი პერიოდით ბრუნავს. პირველად, ასეთი სტაბილური პულსირების გამო, უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილი სიგნალებიც კი ეგონათ (პულსარი PSR J1921+2153 – პატარა მწვანე კაცუნები).

 ხშირად, პულსარი და ჩვეულებრივი ვარსკვლავი ორმაგ სისტემაშია გაერთიანებული. პულსარისკენ მოძრავი გაზის ნაწილი მის ზედაპირზე ეცემა, ნაწილი კი კოსმოსში ნაწილაკების ჭავლის (“ჯეტი”) სახით გაიტყორცნება.

 ყველასათვის კარგად ცნობილი პულსარი კიბორჩხალას ნისლეულში, ვარსკვლავის ნარჩენია, რომელიც ზეახლად დაახლოებით 1000 წლის წინათ აფეთქდა. ეს ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ახალგაზრდა პულსარია, რომელიც წამში 30 ბრუნს აკეთებს.

კიბორჩხალას სტრუქტურის სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია.

 ის, გიგანტური იმპუსების მძლავრი გენერატორიც არის, ერთად-ერთი ჩვენთვის ცობილი ასეთი ტიპის ობიექტი, რომლის გიგანტურ იმპულსებს თან ახლავს რადიოდიაპაზონიდან გასული სიხშირის გამოსხივების მატებაც, ოპტიკური დიაპაზონის ჩათვლით.

 ამის გამო, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, ტერუაკი ენოტოს მეთაურობით (RIKEN, იაპონია), ამ ობიექტთან სხვა დიაპაზონის ტალღების ძებნა გადაწყვიტა. კიბორჩხალას პულსარზე ერთდროული დაკვირვება მსოფლიოს სხვადასხვა ობსერავატორიებიდან ხდებოდა, რადიო და რენტგენის დიაპაზონის ტელესკოპებით, რათა დაედგინათ, ხდებოდა თუ არა რენტგენის გამოსხივების მატება გიგანტური რადიოიმპულსების წარმოქმნის დროს.

 კიბორჩხალასა და ველას ხმა.

 სამი წლის მერე, მეცნიერებმა საკმაოდ ძლიერი და მკაფიო სიგნალი აღმოაჩინეს, რითაც დამტკიცდა, რომ კიბორჩხალას პულსარი მართლაც 4%-ით მეტ რენტგენს ასხივებს. როგორც ჩანს, ამ მოვლენის ძალა საკმაოდ არასრულყოფილად იყო შეფასებული.

 ენოტო – “ეს გიგანუტური იმპულსები ასეულობითჯერ უფრო ენერგიული აღმოჩნდა, ვიდე აქამდე ითვლებოდა”.

 ეფექტი, რომელიც ზემოთ ხსენებუმა ჯგუფმა აღმოაჩინა, კარგად შეესაბამება მოსაზრებას ე.წ. მაგნიტური გადაერთებით ენერგიის გამონთავისუფლების შესახებ, როცა ვარსკვლავის მაგნიტური ველის ძალწირები წყდება და ისევ ერთდება. ეს ჩვენი მზისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია, რასაც მზის “ქარის” გაძლიერება და გეომაგნიტური ქარიშხალი ახლავს თან.

მაგნიტური ძალწირების გადაერთების ვიზუალიზაცია.

 გიგანტური რადიოიმპულსები, ე.წ სწრაფი რადიოანთებების (FRB) ასახსნელადაც იყო განხილული, უცნაური რადიოსიგნალებისა, რომელბიც სხვადასხვა გალაქტიკებიდან მოდის ჩვენთან. გიგანტური რადიოიმპულსების მსგავსად, სწრაფი რადიოანთებებიც შენმთხვევითი მოვლენაა და მილიწამები გრძელდება, თუმცა გაცილებით მეტი სიმძლავრის.

 სწრაფი რადიოანთება ჩვენს გალაქტიკაშიც იქნა აღმოჩენილი, რომელსაც მაგნეტარი ასხივებდა, ესეც ნეიტორნული ვარსკვლავის ერთ-ერთი ტიპი, გამორჩეული უძლიერესი მაგნიტური ველით (კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები).

 სწრაფი რადიოანთება FRB 121102.

 შესაძლებელია, FRB-ს გამომწვევი მექანიზმი არაერთია, ამიტომ ეს გამოცანა ამოხსნისგან ჯერ ისევ შორსაა. ახასიათებთ განმეორებადობაც; გიგანტური რადიოიმპულსების მექანიზმი რომ იყოს მათი წარმომქმნელი, მაშინ ეს ვარსკვლავები ძალიან სწრაფად უნდა ჩაბნელდეს. გამოდის, რომ ზოგიერთი რადიოანთების უკან სხვა მოვლენა იმალება, ზოგიერთი კი აქ განხილული მეაქნიზმით შეიძლება ჩნდებოდეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.