პროტოგალაქტიკა უჩვეულო გარსით

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის აზრით, სმიტის ღრუბელი შემოფარგლულია გარსით, რომელიც ბნელი მატერიისგან შედეგბა(nrao).

 ობიქტი, სავარუდოდ, პროტოგალაქტიკა უნდა იყოს, რომელიც სრულფასოვან გალაქტიკად ვერ გადაიქცევა, რადგან ვარსკვლავების ფორმრიებისათვის საჭირო საკმარისი რაოდენობის გაზი არ გააჩნია. ირმის ნახტომთან სიახლოვე ამ ეკზოტიკური ობიექტის მოძრაობის შესწავლისა და სავარაუდო აღნაგობის მოდელირების საშუალებას იძლევა.

 სმიტის ღრუბელი დაახლოებით 240 კილომეტრი წამში სიჩქარით ირმის ნახტომის მიმართულებით მოძრაობს, მათ შორის მანძილი 8 მილიონი სინათლის წელია. ღრუბლის სიგრძე 11 ათას სინათლის წელია, ხოლო სიგანე – 2,5 სინათლის წელი. მკვლევართა აზრით, 70 მილიონი წლის წინათ მან ირმის ნახტომი გადაკვეთა, რაც 30 მილიონი წლის მერე ისევ განმეორდება. მცნიერთა ვარაუდით, ობიექტი წყალბადისგან შედგება, ხოლო გარსი ბნელი მატერიისგან, რომელიც მას, ირმის ნახტომში გავლისას მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარება(ანდრომედას უკვე შევეჯახეთ…).

 მაღალი სიჩქარეებით მოძრავი ღრუბლების უმრავლესობა გალაქტიკათა ფორმირების მეორადი პროდუქტებია, ან მათ ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ სქემაში ვერ ეწერებიან, როგორიც, მაგალითად, სმიტის ღრუბელია(ეს უცნაური ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები; გალაქტიკათშორისი გაზსადენი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.