”ნუსტარის” თვალით დანახული მზე

 რატომ არის მზიური ლაქების ზემოთ მდებარე ადგილები ასეთი ცხელი? თვითონ ლაქები დანარჩენ ზედაპირზე შედარებით ცივია, რადგან მათი წარმომქმნელი მაგნიტური ველები კონვექციურ გაცხელებას ანელებს (“ორსართულიანი” კონვექცია მზეზე). ამიტომ, ძალიან უცნაურია, რომ მათ ზემოთ, მზიური გვირგვინის ზემოთაც კი, ტემპერატურა ასეულობითჯერ მეტია. ამაში გასარკვევად, ნასამ, დედამიწის ორბიტაზე მოძრავი მაღალი მგრძნობელობის რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპი – ”ნუსტარი”, მზისკენ მიმართა.

 ულტრაიისფერ დიაპაზონში, ჩვენი მნათობი მზის დინამიკის ობსერვატორიამ (SDO) გადაიღო (წითლად). მწვანედ და ცისფრად კი მზიური ლაქების ზემოდან მომაავლი გამოსხივებაა ნაჩვენები, როგორც ის ”ნუსტარმა” რენტგენის დიაპაზონის მაღალენერგიულ ნაწილში დაინახა. ეს გამოსხივება ექტრემალურად მაღალი ტემპერტურის პირობებში წარმოიქმნება. დამზერის მიზანია, ენერგიის მოკლე გამოფრქვევების, ე.წ. ნანოანთებების აღმოჩენა, რომლებიც ასეთი უჩვეულო სიმხურვალის მიზეზი შეიძლება იყოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.