“ნიუ ჰორაიზონსმა” 7,5 მილიარდი კილომეტრი გაიარა

 ავტომატური კოსმოსური ზონდი “ნიუ ჰორაიზონსი” (ახალი ჰორიზონტები), პლუტონთან ახლოს 2015 წლის 14 ივლისს მივიდა, რის გამოც პირველი კოსმოსური აპარატი გახდა, რომელმაც მზის სისტემის ეს ყველაზე დიდი ჯუჯა პლანეტა შეისწავლა. 2019 წლის 1 იანვარს, უკვე კოიპერის სარტყელის დიდ ობიექტს ეწვია, ასტეროიდს – 2014 MU69, იგივე აროკოთი, 36 კილიმეტრიან კლდე-ყინულის ლოდს, რომელიც კომეტის ბირთვს უფრო ჰგავს. 

 ამ აპარატისთვის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, მან 7,5 მილიარდი კილომეტრი გაიარა, ანუ 50 ასტრონომიული ერთეულით დაშორდა მზეს. შეგახსენებთ, რომ 1 ა.ე. საშაულო მანძილია დედამიწიდან მზემდე – 150 მლნ.კმ. ამ მანძილის გავლას სინათლე, რომელიც ზღვრული სიჩქარით მოძრაობს, 7 საათი ანდომებს.

 სავარაუდოდ, “ნიუ ჰორაიზონსი” კიდევ ბევრი საინტერესო სიახლით შეგვახსენებს ხოლმე თავს მომავალში. აპარატის ენერგიის წყაროს წარმოადგენს იზოტოპური თერმოელექტრული გენერატორი, რომელიც ატომის ბირთვის დაშლის ენერგიაზე მუშაობს, ბირთვული საწვავი კი 2030-იანი წლების ბოლომდე ეყოფა. ამ სიჩქარით, ხსენებული წლებისთვის ის მზის გამოსხივებით წარმოქმნილი გიგანტური ბუშტის, ჰელიოსფეროს გარეთ გავა.

 ხანგრძლივი მოგაურობის განმავლობაში, აპარატი კოიპერის ყველა იმ ობოექტს გამოიკვლევს, რომლებიც გზად შეხვდება. დედამიწიდან ყველაზე შორს წასული ხლოვნური თანამგზავრის ტიტულს ის ვერ მიიღებს, ალბათ მეხუთე იქნება, “პიონერებისა” და “ვოიაჯერების” მერე (”ნიუ ჰორაიზონსი” და მზის სისტემა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.