ნახევარ საათში შავი ხვრელის გარშემო

 ორბიტალური ტელესკოპების – NuSTAR და „ჩანდრა“, ასევე ATCA(ავსტრალია)-ს შაუალებით, ასტრონომებმა აღმოაჩნეს ვარსკვლავი, რომელიც ერთი საათის განმავლობაში ორჯერ ახერხებს შავი ხვრელის შემოვლას. ეს არის ორი კოსმოსური ობიექტის ყველაზე უფრო რთული „ცეკვა“, როგორიც ასტრონომებს აქამდე ჩვენს გალაქტიკაში შეუმჩნევიათ(მოცეკვავე ზემასიურები 3C 75-ში).

 ხვრელისა და თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის ეს უნიკალური სისტემა, სფერული (მჭიდრო)ვარსკვლავთგროვის – ტუკანი 47, წიაღში მდებარეობს, დედამიწიდან 14 800 ს.წ. მანძილზე. ამ ობიექტის შესახებ 2015 წლიდან არის ცნობილი, თუმცა, მხოლოდ ორბიტალური „ჩანდრას“ დახმარებით მოხერხდა რენტგენის პერიოდული ანთებების დაფიქსირება, 28 წუთიანი შუალედებით, რაც ამ ვარსკვლავის ორბიტალურ პერიოდს შეესაბამება.

 სისტემიდან ამოსული გამოსხივების სპექტრში, ჟანგბადის მკაფიო ხაზები დაიმზირება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისტემის ერთი წევრი, თეთრი ჯუჯაა(ჩანდრასეკარის ზღვარი). სხვა პარამეტრების მიხედვით კი ხვრელსა და ვარსკვლავს შორის მანძილი დადგინდა – 2,5-ჯერ მეტი მზე-დედამიწას შორის მანძილზე(1 მლნ.კმ-მდე).

 „თეთრი ჯუჯა ისე ახლოსაა შავ ხვრელთან, რომ ეს უკანასკნელი მას ზედა ფენებს აცლის. თუმცა ვთვლით, რომ ეს ყველაფერი ვარსკვლავის დაღუპვით არ დასრულდება. მასის კარგვის გამო, ორბიტა თანდათანობით ხვრელს მოშორდება და ვარსკვლავი ეგზოტიურ ობიექტად გადაიქცევა, ე.წ. ალმასის პლანეტად“ – ამბობენ კვლევის ავტორები(ალმასის ეგზოპლანეტა).

 მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ შავი ხვრელი და თეთრი ჯუჯა, ერთი წითელი გიგანტური ვარსკვლავის „სიკვდილის პროდუქტია“, რომელიც ზეახლად აფეთქების დროს, ორ არათანაბარ ნაწილად გაიხლიჩა. მეტი მასის მქონე ნაწილისგან, შავი ხვრელი წარმოიქმნა, რომელიც მეორე „ნარჩენს“, თეთრ ჯუჯას, ინტენსიურად შთანთქავდა და მილიონობით წლების განმავლობაში მან თითქმის მთელი მატერია დაკარგა.

 ეს სისტემა, უფრო სწორედ, ურთიერთქმედება ვარსკვლავსა და ხვრელს შორის, გრავიტაციული ტალღების წყაროა. თუმცა არა ისეთი სიმძლავრის, რომ დღეისათვის არსებულმა მოწყობილობამ დააფიქსიროს. მომავლის კოსმოსური გრავიტაციული ობსერვატორიები ამ ტალღების რეგისტრირებას შეძლებს, რითაც არსებული თეორიების დამტკიცება ან უარყოფა მოხერხდება(გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.