მერკურის გავლა მზის დისკოზე – 2016 წლის 9 მაისი

 ეს მოვლენა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა, ერთ-ერთ მოკლეპერიოდიან შუალედში – მაისის ან ნოემბრის დასაწყისში, მნათობსა და დედამიწას შორის აღმოჩნდება. ამასთან ერთად, მერკურის მაისის გავლა(ტრანზიტი), რომელიც ჩრდილოეთ ნახევასფეროში დაიმზირება, უფრო იშვიათია, ვიდრე ნოემბრისეული გავლა. უკანასკნელად, ასეთი მოვლენა 2003 წლის 7 მაისსა და 2006 წლის 8 ნოემბერს დაიმზირებოდა, ხოლო მომავალი გავლა 2019 წლის 11 ნოემბერს მოხდება.

სრულად, ამ მოვლენის დანახვა 2016 წლის 9 მაისს, ევროპის დასავლეთ ნაწილსა და აფრიკაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთსა და სამხრეთ ამერიკაში იქნება შესაძლებელი, პოლარული წრიდან ჩრდილოეთით.

მერკურისა და მზის დისკოების პირველი შეხება – 15 სთ. 11 წთ.

მაქსიმუმი – 18 სთ. 55 წთ.

მერკურისა და მზის დისკოების ბოლო შეხება არ გამოჩნდება, რადგან 19 სთ. 30 წთ-ზე მზე უკვე ჰორიზონტს(მთებს) ქვემოთ იქნება.

(თბილისის დროით).

მზის კუთხური ზომა იქნება – 31,9 კ.წთ; მერკური – 12,0 კუთხური წმ(0,2 კუთხური წუთი).

 მოვლენის დამზერისას, აუცილებლად გამოიყენეთ ჩაბნელებული შუშა, რომელიც მზის ნათებას შეასუსტებს, ან მოახდინეთ გამოსახულების პროეცირება ეკრანზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაიზიანოთ მხედველობა!!!(ვენერას ტრანზიტი; მერკურის ტრანზიტი „ცნობისმოყვარეობასგან“; როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

2016 წლის 9 მაისი, მერკურის ტრანზიტი, 15:50 – 17:50 სთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.