მარსული თიხა: ფაქტები და ექსპერიმენტები

 მარსზე ძალიან ბევრი თიხაა, რომლის გაჩენა ამ პლანეტის შორეულ წარსულში მის ზედაპირზე არსებული მდინარეებისა და ტბების რთული სისტემების დამსახურებაა. ახალი თეორია ამ მოსაზრებას უარყოფს და წითელ პლანეტას უზარმაზარ ორთქლის აბანოს ადარებს(nature.com).

 ბრაუნის სახელობის უნივერსიტეტის ასტრონომების მიერ შემუშავებული თეორია, წამყვან კონცეფციას ”ყოვლის მომცველი თიხის” შესახებ ეჭვქვეშ აყენებს. დღეისათვის დომინირებს თეორია, რომლის მიხედვით, ეს თიხა, იქ ერთ დროს მომდინარე მდინარეებისა და ტბების წყალთან მარსული ნიადაგის შერევით ჩამოყალიბდა. ახალი ნაშრომის მიხედვით კი მარსული და დედამიწისეული თიხა მსგავსი პროცესებით გაჩნდა, მათი ჩამოყალიბების ადრეულ ეპოქაში, როცა ვულკანებითა და ბლანტი ლავით დაფარულმა პლანეტებმა მყარ სფეროებად გადაიქცევა დაიწყო(ოკეანეები ძალიან ადრე გაჩნდა).

 გაცივების პროცესში მყოფი მაგმის ოკეანეები, წყალსა და ადვილად აქროლად ქიმიურ შენაერთებს აორთქლებდა, რის გამოც მარსს ატმოსფერო გაუჩნდებოდა. ლაბორატორიული ექსპერიმენტებითა და კომპიუტერული მოდელირებით, რომლებიც ბრაუნის უნოვერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს, ადრეული მარსული ატმოსფერო ”მაღალი წნევის მქონე ორთქლის აბანოს” შეიძლება შევადაროთ. თიხის ფორმირება სქელი ატმოსფეროსა და გაცივების სტადიაში მყოფი მაგმის ურთიერთმქედებით ხდებოდა.

 ელექტრონული მიკროსკოპით გადაღებული ფოტო, მაღალი წნევისა და ორთქლის ზემოქმედებით ბაზალტში მომხდარ ცვლილებას გვიჩვენებს. გადაღაბნილი სტრუქტურის მქონე ადგილები, მინერალური შემაგდენელის ცვლის კვალია.

 ”თიხის მოსამზადებელი რეცეპტი ძალიან მარტივია: იღებთ ქვას, რომელსაც სითბოსა და წყალს უმატებთ” – ამბობს ქევინ ქენონი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი. მისი აზრით, მარსი ძალიან ცხელი და ნოტიო იყო, მოძრავი ნიადაგით, რომლის შემაგდენელი პლანეტის გამყარდებამდე სულ იცვლებოდა. ასეთ პირობებში, თიხა იქ რთული ჰიდროთერმული სისტემის გარეშეც საკმაოდ დიდი რაოდენობით გაჩნდებოდა. როგორც ჩანს, ”ორთქლის აბანოს” სტადიის მერე მარსი სულ ცივდებოდა, ხოლო ასეთ პირობებში გამდინარე ნაკადების არსებობა ძნელი წარმოსადგენია.

 მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მთავარი სირთულე, რომელსაც მარსის ევოლუციის შესწავლისას წააწყდნენ არის არ ცოდნა იმისა, თუ რამდენად შეცვალა ქარების ზემოქმედებამ დღეს დამზერადი მარსული მინირალების რაოდენობა. რა თქმა უნდა, ასტრონომები სხვა შესაძლო ვარიანტების გამორიცხვას არ აპირებენ: სხვადასხვა დროს მარსზე უამრავი განსხვავბეული გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობდა. თუმცა, ახალი თეორია ყველაზე უფრო დამაჯერებლად აღწერს პროცესებს, რომლებიც ადრეულ მარსზე დიდი რაოდენობით თიხის გაჩენას განაპირობებდა.

 მეცნიერთა ჯგუფმა ექსპერიმენტიც კი ჩაატარა, იგივე შემადგენელის მქონე ნიადაგის სინთზირებით, როგორიც მარსული ბაზალტია, ასევე, ორთქლიანი ატმოსფერო მაღალი წნევის ქვეშ. ორი კვირის მერე აღმოჩნდა, რომ ასეთ პირობებში ბაზალტი საკმაოდ ადვილად იღებს სინესტეს და რბილდება, რაც ჰიპოთეზის სასარგებლოდ მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ თუ ეს მართლაც ასე, ზოგიერთ რეგიონებში თიხის ფენა 3 კილომეტრსაც კი შეიძლება აღწევდეს(ძველმა მარსმავალმა უძველესი, ერთ დროს წყლიანი გარემოს კვალი აღმოაჩინა;მარსის წყლიანი წარსულის საიდუმლო„ცნობისმოყვარეობამ“ დამშრალი ნაკადულის კალაპოტი აღმოაჩინა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.