მარსის შემსწავლელ მისიებს ისევ ჩაშლის საფრთხე ემუქრება

2 მისია ”ExoMars”2016 და 2018 – ეს არის ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) და ა.შ.შ.-ს აერონაოსნობისა და კომსოსური სივრცის კვლევის სააგენტოს ერთობლივი პროგრამა(NASA).

მარსის კვლევის მისიის მსველობისას, რომელებიც 2016-18 წლებისთვისაა დაგეგმილი, მკვლევარებმა უნდა გააგრძელონ მარსის ატმოსფეროს კვლევა და შეაგროვონ გრუნტის ნიმუშები, რათა ისტორიაში პირველად ისინი დედამიწაზე ჩამოიტანონ და გამოიკვლიონ ლაბორატორიულ პირობებში.

თუმცა, ამ ეტაპზე, უკვე მისიების ანულირებაზეა ლაპარაკი, ასევე მთელს ”ExoMars”-ზე, პროგრამის არა საკმარისი დაფინანსების გამო. ამერიკის მეცნიერთა ნაციონალური აკადემია ამ პროგრამას სხვა დანარჩენი მისიების მთავარ ბაზად და ფლაგმანად თვლიდა. უფიციალურად მისიები ჯერჯერობით არ გაუუქმებიათ, შესაძლებელია კიდევ არსებობს მათი რეალიზების მცირე შანსი. ორივე სააგენტოს რიგებში ატმოსფერო უკიდურესადაა დაძაბული.

”ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ენთუზიასტები, თუმცა ვართ სრულიად უძლურნი” – ამბობენ ESA-ს წარმომადგენლები.

მარსის მისიის გადარჩენის ერთ-ერთ საშუალებად, ამერიკელები და ევროპელები როსკოსმოსის პროგრამაში ჩართვას მიიჩნევენ, თუმცა რუსებმა ჯერ არაფერი უპასუხეს ზემოთ ხსენებულ კოლეგებს(სიცოცხლე მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.