მარსისა და ნეპტუნის შეხვედრა

1 იანვარს, ასტრომოყვარულებს, ალბათ, სიცოცხლეში პირველად, ბინოკლის საშუალებით ყინულოვანი გიგანტის დანახვის შანსი მიეცათ, რაშიც მათ მარსი დაეხმარა. ელვარე წითელი პლანეტა, დედამიწის ღამის ცაზე სულ რაღაც 0,02 გრადუსით გვერდზე იყო სუსტი და მკრთალი ნეპტუნიდან. ეს უცნაური წყვილი, მაქსიმალურად მიახლოებამდე 3 საათით ადრე, ავსტრალიიდან გადაიღეს. ფართო კუთხით გადაღებულ ფოტოზე, მთვარის თხელი ნამგალი და ცისკრის ”ვარსკვლავი” – კაშკაშა ვენერაც ჩანს. მარსი და ნეპტუნი, გადიდებულ ჩანართზე, ზედა მარჯვენა კუთხეშია გამოსახული. ნეპტუნი ამ კვირაში, ვენერას გვერდით იქნება, დასავლეთ ცაზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.