კოსმოსური ღრუბლების გამოცანა

 ცივი კოსმოსური ღრუბელი – SSA22, ლაიმან-ალფას კლასის ღრუბლებს მიეკუთნება(Lyman-alpha blob, LAB). სამყაროს შორეულ კუთხეებში მდებარე ეს ღრუბლები, ულტრაიისფერ დიაპაზონში დაიმზირება, რომლის წაყაროსაც წყალდაბის ატომები წარმოადგენს, როცა ეს ატომები ერთი გარკვეული ენერგეტიკული მდგომარეობიდან, უფრო დაბალში გადადის. იმის გამო, რომ ჩვენთვის ცნობილი ყველა LAB-ი მილიარდობით სინათლის წლის იქეთ მდებარეობს, სამყაროს უზარმაზარი სივრცეების გადალახვის გამო, მათი ლაიმან-ალფას გამოსხივება წითელ წანაცვლებას განიცდის და თვალისთვის ხილულ დიაპაზონში დაიმზირება, რის გამოც შესაბამისი დიაპაზონის ტელესკოპები, გადღაბნილი ფერადი ლაქების სახით ”ხედავენ” მათ.

 SSA22-Lyman-alpha blob 1 (LAB-1), პირველი ასეთი ღრუბელია, რომელიც ასტრონომებმა 2000 წელს აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ყველაზე დიდია და ერთ-ერთ უდიდეს კოსმოსურ ობიექტად ითვლება. დედამიწასა და ღრუბელს შორის არსებული 11,5 მილიარდი სინათლის წლიანი უფსკრული, მის დეტალურად შესწავლას აძნელებს.

 ” SSA22, საბოლოოდ, დიდი გალაქტიკების უზარმაზარ გროვად გადაიქცევა, ან უკვე გადაიქცა” – ამბობს ჯიმ გიჩი, ასტრონომი ჰართფორდშირის უნივერსიტეტიდან.

 LAB-1-ის თითქმის მთელი გამოსხივება, მის ცენტრში მდებარე ორ დიდ გალაქტიკაზე მოდის, რომლებიც თითქოს პირანიებივით ეხვევიან პატარა გალაქტკები და დიდი მოძმეების ნარჩენებით დანაყრებას აპირებენ.

 ჯიმ გიჩის ჯგუფის მიერ შექმნილი მათემატიკური მოდელი, რომელიც LAB-1-ში მიმავალ პროცესებს ასახავს, რეალურად დამზერილს ზუსტად ემთხვევა. მისი სპექტრული მახასიათებლები იმაზე მიუთითებს, რომ ეს გამოსხივება ულტრაიისფერია, წარმოქმნილი ახალი ვარსკვლავების ფორმირების დროს, რომელსაც წყალბადის ატომებისგან შემდგარი ცივი ღრუბლები შთანთქავს და გადაასხივებს.

 ”გალაქტიკებისა და მათი გროვების ფორმირების ჩვენ მიერ წარმოდგენილი სურათი გვიჩვენებს, რომ ყველა ეს პროცესები ბნელი მატერიის დიდი გროვების ზემოქმედების ქვეშაა, როგორც რაღაც გარე ფაქტორი. კერძოდ, ალფა-ფოტონების გამოსხივება გადაიხრება და დეფორმირდება(ლინზირება), რითაც ამ სტრუქტურის დეტალურად შესწავლის საშუალებას გვაძლევს” – ამბობს ჯიმ გიჩი.

alma

 LAB-ღრუბლებზე დაკვირვებები, ALMA-ს რადიოტელესკოპების მასივით გაგრძელდება, რითაც მეცნიერთა ხელში ახალი ინფორმაციის დიდი მასა აღმოჩნდება, ბნელი მატერიის ბუნებისა და ასტროფიზიკურ პროცესებზე მისი უშალო ზემოქმედების შესახებ მონაცემების ჩათვლით(ახალი მონაცემები ბნელი მატერიის წინააღმდეგ).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=6DIm8LMBRcc

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.