კოსმოსური ოდისეა 2015

”ახალი ჰორიზონტები”

 გასული წლის მთავარი ასტრონომიული მოვლენა, რა თქმა უნდა, საპლანეტათშორისო ავტომატურ სადგურს – ”ახალი ჰორიზონტები”, უკავშირდება, რომელიც 14-15 ივლისს მაქსიმალურად მიუახლოვდა პლუტონს. დედამიწელებმა პირველად დაინახეს ასე ახლოს, მზის სისტემის შორეული ობიექტი.

 პლუტონი ისეთი ჩანს, როგორსაც მას ”ახალ ჰორიზონტებში” მყოფი ადამიანი დაინახავდა. ციური სხეულის ქაოსური მოძრაობები კადრში, აპარატის სამანევრო ძრავების მუშაობით არის გამოწვეული.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Iixo6Ongj8c

 ”ახალი ჰორიზონტები”, 2015 წლის 5 სექტემბრიდან მონაცემთა გადმოცემის პიკურ ფაზაზე გადავიდა, მონაცემებისა, რომლებიც 14 ივლისს, პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოების დროს შეაგროვა. ათობით გიგაბაიტი მონაცემების გადმოცემა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აპარატი მოგზაურობას აგრძელებს და 2019 წლის იანვარში, 2014 MU69-ს სახელით ცნობილ პლანეტოიდს გამოიკვლევს(კიდევ მისია ”ახალი ჰორიზონტები”-ს შესახებ).

“ფალკონ 9”

 კომპანია სფეის X-ის მიერ მართული რაკეტის – “ფალკონ 9”-ს ამაჩქარებლის პირველი საფეხური წარმატებით დაეშვა დედამიწაზე, რაც კოსმოსური ფრენების ფასის შემცირების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. აქამდე, სასტარტო ამაჩქარებლების გამოყენება მხოლოდ ერთჯერ ხდებოდა. უკან, მხოლოდ კოსმოსური ბორანი(შატლი) ბრუნდებოდა, მისი მყარსაწვავიანი ამაჩქარებლები კი ოკეანეში ცვიოდა. დაშვება მაშინ მოხდა, როცა “ფალკონ 9”-ს მეორე საფეხური ჯერ ისევ მაღლა მიფრინავდა, რათა კავშირგაბმულობის რამდენიმე თანამგზავრი, დედამიწის მახლობელ ორბიტაზე გაეყვანა. წინა თვეში, ამაჩქრებლის უკანდ დაშვება, კომპანია ბლუ ორიჯინმაც განახორციელა, თუმცა არ მომხდარა თანამგზავების გაყვანა ორბიტაზე. მომავალში, ნასას პილოტირებულ მისიებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით, კომპანიები – ბოინგი და სფეის X შეასრულებს. რაკეტა-ამაჩქარებელი, ცვეთასა და მისი მეორედ გამოყენების შესაძლებლობაზე იქნება გამოკვლეული. ჯერჯერობით, ახალი გაშვებები არ იგეგმება.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=ZCBE8ocOkAQ
სფეის X.

წყალი მარსზე

 წყლის კვალდაკვალ

 ახალ ნაშრომში, რომელიც ჟურნალ Science-ში 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მარსის შემსწავლელი ლაბორატორიის(MSL) ჯგუფმა, ჩატარებული კვლევების შედეგები გამოქვეყნა. ჯგუფი არა მერტო წყლის კვალდაკვალ მიდის, არამედ ცდილობს გაარკვიოს საიდან მოვიდა ის და რამდენი ხანი გაატარა წითელი პლანეტის ზედაპირზე.

 ეს ისტორია, ტენიანობის იტორიაა: მილიარდობით წლის წინათ, მარსს გაცილებით მასიური ატმოსფერო და აქტიური ჰიდროსფერო ჰქონდა, რომელსაც წყლის თხევად მდგომარეობაში შენარჩუნება შეეძლო. ჯგუფი MSL ასკვნის, რომ მარსმავლის – ”ცნობისმოყვარეობა”, დაშვების ადგილი, ანუ გეილის კრატერი, ცენტრში ამ წყლის მიერ მოტანილი ქანებით წარმოქნილი ფენების წყობით არის შევსებული.

 ”ცნობისმოყვარეობა” სწავლობს კრატერს, რომლის ასაკი 3,6-3,8 მილიარდი წელია. 2014 წლის სექტემბერს, მარსმავალმა Aeolis Mons-ის სახელით ცნობილ მთისწინეთს მიაღწია, რომელიც 5 კილომეტრიანი, ფენოვანი მთა შარფის(გეოლოგი რობერტ შარფი) ნაწილია.

 ”მარსმავლის საშუალებით ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხანგრძლივი დროით არსებული ნაკადები და ტბები, 3,8-3,3 მილირიდი წლების შუალედში, დანალექ ქანებს შარფის ქვედა ფენებში აგროვებდა. ასეთ ნაკადებსა და ტბებს, არსებული მდოელები მარსის ნოტიო წარსულის შესახებ, არ წინასაწარმეტყველებს. ამ მოდელში, მარსის კლიმატის ტემპერატურა წყლის გაყინვის ტემპერატურაზე ოდნავ მეტია” – ამბობს აშვინ ვასავადა(MSL).

 ეს უთანხმოება მარსის კლიმატის პროგნოზირებებს შორის, პლანეტის წყლიანი წარსულის მოწმობები, საუკუნოვან გამოცანას შეიძლება შევადაროთ, რომელიც დედამიწის წარსულს უკავშირდება.

 გარკვეულ მომენტში, გეოლოგები აღიარებდნენ, რომ კონტინენტთა ფორმები ერთმანეთს ემთხვევა, როგორც ჯერ კიდევ აუწყობილი თავსატეხის ნაწილები. ”კონტინენტების ფორმების გარდა, გეოლოგებს პალეონტოლოგიური მოწმობებიც ჰქონდათ იმისა, რომ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში ნაპოვნ ნამარხ მცენარეებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ, როგორც უნიკალურ ვულკანურ ქანებს, რომლებიც საერთო ტერიტორიულ წარსულზე მეტყველებს” – ამბობს კვლევის წამყვანი გეოლოგი ჯონ გროთცინგერი. პრობლემა იმაში იყო, რომ პლანეტოლოგთა საზოგდოება ვერ ხსნიდა იმ ფიზიკურ მექანიზმს, რომელიც კონტინეტბეს დედამიწის მანტიაზე გადაადგილებას იწვევდა. შეუძლებლადაც კი ეჩვენებოდათ.

 ”ყველაფერი, ფილების ტექტონიკით იხსენბა. როგორც ჩანს, ვცდილობთ რა მარსის წარსულის გაგებას, რაღაც ამდაგვარი და მნიშვნელოვანი გვისხლტება ხელიდან” – დასძენს გროთცინგერი.

 გადადგილებასთან ერთად, ”ცნობისმოყვარეობა” ყველა საინტერესო ადგილს იკვლევდა. მოხდა ყველა სამიზნეს ფოტოგრაფირება, ქანების ანალიზი, მათ შორის გაბურღვითაც. MSL-ის ჯგუფმა, ამ რეგიონის წარმოუდგენლად დეტალური და ყოვლისმომცველი ევოლუციური ისტორია წარმოადგინა.

 ”აღმოვაჩინეთ გეოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც სწრაფი ნაკადების კვლები დაიმზირება, უხეშად დანაწევრებული ხრეშით, ასევე ადგილები, სადაც ნაკადები ღრმა წყალსატევებში შედიოდა. შარფთან ახლოს, წყლის დინებით კარგად ”ლამინირებული” უამრავი რაოდენობით ღორღი დაგვხვდა” – ამბობს ვასავადა. მთის ფენები იტერპერიტირებული იქნა, როგორც უძველესი ტბის ლამიანი დანალექი.

 ”ეს ლამინირებული არგოლითები ძალიან ჰგავს იმას, რასაც დედამიწაზე ვხვდებით. ლამინაცია, რომელიც სანტიმეტრულსა და მილიმეტრულ მასშტაბებზე მიმდინარეობს, მდგარ წყალში წარმოქმნილი თხელფენიანი შლეიფების დალექვის პროცესს წარმოადგენს. სწორედ იგივე დაიმზირება დედამიწისეულ უძველეს ტბებში აღმოჩენილ ქვებზეც” – ამბობს ვუდი ფიშერი(გეოლოგიის პროფესორი კალტეჩიდან). არგილითები, მდგარი წყლის ტბებზე მიუთითებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში ზომებსაც იცვლიდა. ამ ტბებში წარმოქნილი დანალექით, შარფის ქვედა საზღვრები ფორმირდებოდა.

 გროთცინგერი – ”პარადოქსია, მაგრამ სადაც ახლა შარფი დგას, იყო კალაპოტი, რომელიც ზოგჯერ წყლით ივსებოდა ხოლმე. მარსმავლიდან და ორბიტალური MRO-დან მიღებული მონაცემებით, წყლის მიერ ფორმირებული ლამიანი დანალექების სიგრძე 150-200 მეტრს აღწევს, რაც ტბის არსებობის მილიონობით წელს შეესაბამება”. გარდა ამისა, გეილში არსებული დანალექი ფენების საერთო სისქე იმაზე მეტყველებს, რომ წყალი, კრატერის ფსკერიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ვრცელდებოდა, რაც უკვე ათეულობით მილიონ წელზე მეტყველებს. 800 მეტრის ზემოთ, შარფზე არანაირი ჰიდრატიორება არ დაიმზირება, მხოლოდ მშრალი დანალექების 4000 მეტრი”.

 იდუმალებითაა მოცული წყლის წყარო. ასეთი მოცულობის წყლის ნაკადების არსებობისთვის, სქელი ატმოსფერო და თბილი კლიმატია საჭირო, რაც ნაწილობრივ, გეილის კრატერის გეოლოგიური აქტიურობითაც დასტურდება. თუმცა, თანამედროვე მოდელების მიხედვით, ადრეული ატმოსფეროს მასის,  შემადგენელისა და მზიდან მიღებული ენერგიის რაოდენობის შესახებმ, წითელ პლანეტაზე ძალიან მშრალი კლიმატი უნდა ყოფილიყო.

 მიუხედავად ამისა, გეილის კრატერის გეოლოგიური ქრონიკა, სხვა სცენარზე მიუთითებს. გროთცინგერი – ”თოვლი იყო ეს თუ წვიმა, გეილის კრატერის კიდეებთან ტენის დიდი რაოდენობა იყო. წყლის ნაწილი, მაღალმთიანი ადგილებიდან იყო მოწოდებული, რომელმაც კრატერის კიდეები წარმოქმნა. მიწისქვეშა წყლების გამონთავისუფლება, რომელიც სტანდარტულ ახსნად ითვლება, ამ რეგიონისთვის ნაკლებად სავარაუდოა”.

 ”გეილის კრატერის ჩრდილოეთი საზღვრის იქეთ, ჩრდილოეთის დაბლობებია. ზოგიერთის აზრით, აქ ოკეანე იყო და ეს არის ტენის მიღების ერთ-ერთი საშუალება, რომელიც კლდოვან ქანებში ნანახი კვლების ასახსნელად გამოდგება”. ოკეანის შესაძლო არსებობა, ზედაპირული წყლის თხევად მდგომარეობაში ხანგრძლივი პერიოდებით შენარჩუნების ახსნაში ვერ გვშველის.

 სანამ კლიმატოლოგები ახალი ატმოსფერული მოდელის შექმნაზე მუშაობენ, დახმარება, მარსმავლიდან შეიძლება მოვიდეს, რომელიც კვლევებს აგრძელებს. ფიშერი – ”მთელი რიგი საინტერესო მონაცემებისა ჯერ კიდევ შეიძლება მოვიდეს. როგორია ამ ქანების ქიმია? ეს ტბა არის ინტერფეისი, წყალსა და ატმოსფეროს შორის, რომელიც იმ დროინდელი გარემო პირობების შესახებ მოგვითხრობს”.

 ”აღარ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მარსი არის რაღაც მარტივი, როგორიც, ერთ დროს, დედმიწაც გვეგონა. ყველა ჩვენი ვარუდების გადახედვის დრო მოვიდა. აშკარად რაღაც მნიშვნელოვანი გამოგვრჩა” – დასძენს გროთცინგერი.

 შესაძლებელია, რომ 4,3 მილიარდი წლის წინათ არსებული ოკეანე, მარსის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ფარავდა, რომლის სიღრმე ზოგან 1,6 კილომეტრსაც აღწევდა(ყველაფერი, რაც მარსული წყლის შესახებ გაინტერესებდათ: ამ წყლის დალევა არ შეიძლება!).

ჩინური დეტექტორი კოსმოსში

cninur bnel mat deteqt

 ჩინელებმა, ბნელი მატერიის შემსწავლელი თანამგზავრი ორბიტაზე გაიყვანეს და ბნელი მატერიის შემადგენელი ნაწილაკების ნამდვილად არსებობის დამტკიცებას აპირებენ.

ცერესის ლაქები

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=t2qctT2HBG4

 პლანეტოლოგებმა, ცერესზე შემჩნეული ნათელი ლაქების საიდუმლო ამოხსნეს. კრატერების თეთრი ფერი ჰექსაჰიდრიტის(მაგნიუმის სულფატი) შემცველობით არის განპირობებული.

 ეს ყველაფერი, ნასას მიერ შექმნილი 446 მილიონი დოლარის ღირებულების აპარტის დამსახურებაა, რომელიც ზეეფექტური იონური ძრავებით არის აღჭურვილი(გამწევ ძალას იონიზირებული ქსენონი წარმოქმნის).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.