კოლინდერ 399: ტანსაცმლის საკიდი

 რას წარმოადგენს ეს ”საკიდი”, ვარსკვლავების გროვას თუ ასტერიზმს? ელვარე ვარსკვლავების ჯგუფი, რომელსაც ოფიციალურად ”კოლინდერ 399”-ს უწოდებენ (შვედი ასტრონომის, პერ კოლინდერის საპატივცემულოდ), მელას თანავარსკვლავედში შეგიძლიათ დაინახოთ – მისი ზომა ცაზე სავსე მთვარის ზომაზე მეტია. გასული ასწლეულიდან მოყოლებული, ეს კოსმოსური “ტანსაცმლის საკიდი” კამათის საგნად იყო ქცეული – არის თუ არა ეს, ბინოკლითაც კარგად ხილული ობიექტი, ფიზიკურად დაკავშირებული გაფანტული გროვა, თუ უბრალოდ, შემთხვევითი პროექციაა? შემთხვევით შეკრებილ ვარსკვლავურ ჯგუფს ”ასტერიზმს” უწოდებენ. მათ შორის ყველაზე ცნობილია დიდი დათვის თანავარსკვლავედის ნაწილი – ციცხვი ანუ კოვზი. დედამიწის ორბიტის სხვადასხვა წერტილებიდან ჩატარებული ზუსტი გაზომვებით დადგინდა, რომ სივრცეში ამ ვარსკვლავების კუთხური წანაცვლებები განსხვავებულია (მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე), ამიტომ, უფრო მართებულია, ”საკიდს” ასტერიზმი ვუწოდოთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.