კლინიკური სიკვდილის შესახებ

1. საფეთქელ-თხემის კვანძი ”სხეულიდან გამოსვლის” შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი;

2. ნახშირბადის დიოქსიდის ჭარბი რაოდენობა – ”სინათლე ტუნელის ბოლოს”;

3. ჟანგბადის ნაკლებობა ტვინში – ჰალუცინაციები;

4. ექსტემალური დაძაბულობისას ტვინი გამოყოფს ენდორფინებს;

5. აგონიის მდგომარეობაში ტვინის აქტიურობა ძლიერდება;

6. შეგრძნებათა რეალურობა აზროვნების ანესთეზიაში გვერევა;

7. დროის სვლის განსხვავებული შეგრძნება;

8. ჰალუცინაციებსა და აღქმაზე ტვინის ერთი და იგივე სისტემაა პასუხისმგებელი;

9. სიკვდილისწინა განცდები ეპილესფიურ აქტიურობას იწვევენ;

 10. ნევროლოგია და რელიგია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგბა.

 კლინიკური სიკვდილის ბევრი შემთხვავა იქნა გამოკვლეული და მენციერები სულაც არ უარყოფენ მიღებული გამოცდილების ახსნას, როგორც ნორმალური ნევროლოგიური ფუნქციების შედეგს.

 ცნობილი შემთხვევაა, როცა მუშა-ემიგრანტმა ქალმა, კლინიკური სიკვდილისას იგრძნო, რომ თითქოს სხეული დატოვა და პალატის ფანჯრიდან გარეთ გავიდა, მესამე სართულის ფანჯრიდან ერთ-ერთ საფეხურზე დაგდებული სპორტული ფეხსაცმელი დაინახა, რომელიც შემდეგ მართლაც იპოვეს.

 კლინიკური სიკვდილის კიდევ ერთი შემთხვევა ამერიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს ტ. ციკორიას შეემთხვა(დისკავერიზე მაქვს ნანახი გადაცემა ამ ადამიანის მონაწილეობით. მას დოქოტორის ხარისხი აქვს ნევროლოგიაში). 1994 წელს, მეხის დაცემიდან რამდენიმე კვირის მერე მან იგრძნო, რომ მუსიკის წერა და შესრულება შეუძლია. გადატანილის გამო, ციკორია სრულიად შეიცვალა და როგორც თვითონ ამბობს – ”თუ ღმერთი ადამიანზე ან ადამიანის შიგნით მოქმედებს, მას ამის გაკეთება ნერვული სისტემის გამოყენებით შეუძლია, ტვინის ცალკეული ნაწილებით ან სულიერების შეგრძნებითა და რწმენით”.

 კლინიკური სიკვდილის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, ამიტომ ნებისმიერი ვარიანტი შეგიძლიათ აირჩიოთ 🙂 .

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.