კათოლიკური შობის სავსემთვარეობა

 1977 წლის მერე, წელს პირველად, კათოლიკური შობის ღამეს სავსემთვარეობა დაემთხვევა.

 ამ წლისთვის ბოლო, დეკემბრის სავსე მთვარეს, ასევე ”ცივ სავსე მთვარესაც” უწოდებენ, რადგან ის ზამთრის დასაწყისში ამოდის ცაზე. წლევანდელ წელს, ამ მოვლენის მაქსიმუმი 15 სათსა  და 11 წუთზე(გრინვიჩით 11:11) იქნება. ამ ორი მოვლენის დამთხვევა 2034 წლამდე აღარ მოხდება.

 შობის სავსე მთვარის დამზერისას, ნუ დაგავიწყდებათ, რომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გარშემო, ნასას კუთვნილი აპარატი – LRO(მთვარის ორბიტალური მზვერავი), ბრუნავს და უკვე 6 წელიწადზე მეტია მის ზედაპირს იკვლევს.

 ”გაიხსენეთ, რომ მთვარე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კოსმოსური მეზობელი. დედამიწისა და მთვარის გეოლოგიური წარსული იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული, რომ ამ მეზობლის გარეშე დედამიწა სულ სხვანაირი პლანეტა იქნებოდა” – ამბობს ჯონ ქელერი, კოსმოსური ფრენების გოდარდისეული ცენტრიდან(რა მოხდება, თუ დედამიწა მთვარეს დაკარგავს?; ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.