იროკეზიანი მარსი

 პლანეტები რომ ადამიანებად გადაგვექცია, მარსი, ინდიელი იქნებოდა, როგორც მარსული მისია – MAVEN(მარსის ცვალებადი განვითარების ატმოსფეროს მკვლევარი)-ის ჯგუფის წევრები ამბობენ. მარსს, პულუსებიდან ამომავალი ნაწილაკებისგან შექმნილი იროკეზი აქვს, ასევე, მძიმე ელემენტებისგან შემდგარი ფენა ატმოსფეროს ზედა ნაწილში, და ბოლოს, მზის ქარებისაგან გამოწვეული პერიოდული ”ანთებები”. MAVEN-მა წითელი პლანეტის ატმოსფეროდან ნივთიერებათა გადინების რუკაც შეადგინა.

 ატმოსფეროს ზედა ფენებში აღმოჩენილი რკინისა და მაგნიუმის იონების ფენა, როგორც მეცნიერები ამბობენ, კომეტებიდან ამოფრქვეული და მეტეორიტების მიერ შეტანილი მატერიით წარმოიქმნება. შედის რა წითელი პლანეტის ატმოსფეროში, ეს მატერია ცხედლება, ორთქლდება და იონიზირდება(მარსულ თანამგზავრებს საშიშროება ემუქრებათ…).

maven orbitaze simul  MAVEN-მა, მარის ატმოსფეროს პერიოდული ნათებაც დააფიქსირა, რომელიც დედამიწისეულ პოლარულ ნათებას გავს(პოლარული ნათება). ჩვენს პლანეტას გლობალური მაგნიტური ველი გააჩნია, ამიტომ ასეთი ნათება პოლუსებთან არის ლოკალიზებული, მარსზე კი, დანაწევრებული მაგნიტური ველის შედარებით წლიერი დაძაბულობის მქონე ადგილებში(მისია MAVEN).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.