ინფრაწითელი ლოკოკინა

  რატომ არის ეს კოსმოსური თვალი ასეთი წითელი? მტვრის გამო. ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური ტელესკოპის, ”სპიცერის” მიერ გადაღბულ ფოტოზე, უკვე კარგად შესწავლილი ლოკოკინას ნისლეულია (Helix Nebula) წარმოდგენილი (NGC 7293). მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარე ამ ნისლეულამდე მანძილი 700 სინათლის წელია. ორი სინათლის წლის ზომის გაზ-მტვროვანი სამოსი, პლანეტური ნისლეულების საუკეთესო ნიმუშია, რომლის ცენტრშიც თეთრი ჯუჯა მდებარეობს – მზის მსგავსი ვარსკვლავების ევოლუციის ბოლო სტადია. ”სპიცერით” ჩატარებული დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ თეთრი ჯუჯა უჩვეულოდ ელვარე ინფრაწითელ გამოსხივებაშია ჩაძირული. თეორიის მიხედვით, ეს ნათება მტვრის დისკოს მიერ არის წარმოქმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავმა ამ ნისლეულის შემაგდენელი ნივთიერებები ათასეულობით წლის წინათ გამოაფრქვია, მის ცენტრალურ ნაწილში არსებული მტვერი, კოიპერის სარტყელსა და ოორტის ღრუბელში არსებული ციური სხეულების მსგავსი ობიექტების შეჯახებების შედეგად შეიძლებოდა გაჩენილიყო. როგორც ჩანს, ამ სისტემის შორეულ წარსულში ფორმირებულმა კომეტებმა და ასტეროიდებმა, ვარსკვლავის კატასტროფულ ბოლო სტადიას მაინც გაუძლო (ნისლეული ლოკოკინა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.