”ინდევორის” ბოლო მისია

ამერიკული კოსმოსური ბორანი ”ინდევორი” 2011 წლის 16 მაისს საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაფრინდა. სტარტი პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია CNN-მა აჩვენა. შატლის მისია 16 დღე გაგრძელდება. სხვა დანარჩენ მოწყობილობასთან ერთად  ”ინდევორმა” სადგურზე აიტანა ბნელი და ანტიმატერიის დეტექტორი – ალფა სპექტრომეტრი AMS-02. გაფრენა რამდენიმეჯერ გადაიდო, ჯერ სპექტრომეტრის ერთ-ერთი კომპონენტის შეცვლის გამო, შემდეგ კი ტექნიკური მიზეზებით.

ეს გაფრენა ”ინდევორისთვის” ოცდამეხუთეა, ის კოსმოსში 19 წლის განმავლობაში დაფრინავდა. ”ინდევორის” შემდეგ 28 ივნისს ორბიტაზე გავა ”ატლანტისი”, ამით შატლების კოსმოსში ფრენა საბოლოოდ დასრულდება. მომავალში, მცირე ხნით, ამერიკულ ტვირთს და ასტრონევტებს ორბიტაზე რუსული ხომალდები გაიყვანენ, შემდეგ კი ამ საქმით კერძო კოსმოსური ოპერატორები დაკავდებიან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.