ზოდიაქოს ნათება ”ნალის” თავზე

 რას წარმოადგენს ჰორიზონტს იქედან ამოსული ნათელი ზოლი? მზის გარშემო მოძრავი, მნათობის სინათლით განათებული მტვრის ზოლი, სისტემის შიდა ნაწილში, წლის გარკვეულ დროს მზის ამოსვლის წინ გამოჩნდება ხოლმე, მას ზოდიაქოს ნათბას უწოდებენ. იუპიტერის ოჯახის სახელით ცნობილი კომეტები ამ მტვრის ძირითადი წყაროა. ფოტოზე, ზოდიაქოს ნათების ქვემოთ, ვაკე ადგილზე მომდინარე კოლორადოს კლაკნილია (მეანდრი) წარმოდგენილი. ზოდიაქოს ნათების უკან, უმშვნიერესი ღამის ცა ჩანს, უამრავი ვარსკვლავით მასზე, მათ შორისაა სირიუსიც (სირიუსი – ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი). ჩანს ცისფერი ვარსკვლავური გროვები, პლეადები, ასევე მოწითალო ნისლეულები, ორიონში მდებარე ბარნარდის მარყუჟის ჩათვლით. 30 კადრისგან შედგენილი გამოსახულება თითქმის სრულ სიბნელეშია გადაღებული, წერტილიდან, რომელიც საშიში ხრამის კიდეს სულ რაღაც 15 სანტიმეტრით არის დაშორებული (ზოდიაქოს ნათება და ირმის ნახტომი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.