ვარსკვლავი-პულსარის “დუღილი”

 ეგზოპლანეტებზე მონადირემ – “კეპლერი”, მეცნიერებს საშუალება მისცა, ცეფეიდების კლასის ვარსკვლავის ზედაპირის ცალკეული ნაწილების “დუღილი” დაენახათ. ცეფეიდები, არასტაბილური ვარსკვლავებია, რომელთა ელვარება და ზომა დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იცვლება(MNRAS).

 “ვარსკვლავთა პულსაციაში ერთ-ერთი მთავარი გამოცანა ის არის, რომ ზოგიერთი მათგანი, თავიანთი ცომციმის სიხშირეს რამდენიმე კვირაში ან თვეში იცვლის. ახლაც არ ვიცით, რა იწვევს ამ ცვლილებებს, თუმცა დაკვირვებებით დავაგდინეთ, რომ ეს 160 დღიანი ციკლები, მნათობთან ახლოს მდებარე ჩვენთვის უხილავი თანამგზავრით არ არის გამოწვეული” – ამბობს ალიზ დერეკასი, გოთარდის ასტროფიზიკური ობსერვატორიიდან(უნგრეთი).

 ვარსკვლავი-ცეფეიდები იმით არის საინტერესო, რომ მათი ელვარება თანდათანობით, ძალიან თანაბრად იზრდება და მცირდება, მათ წიაღში მიმავალი პროცესების ზემოქმედებით. ამ პულსაციების სიხშირე და ძალა, მნათობის აბსოლუტურ ნათობაზეა დამოკიდებული, რითაც ასტრონომები კოსმოსური მანძლების გასაზომად იყენებენ მათ(დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა).

 დერეკასს და მის კოლეგებს იშვიათი შესაძლებლობა მიეცათ ერთ-ერთ ცეფეიდზე საკმაოდ ხანგრძლივი დაკვირვება მოეხდინათ. ცეფეიდი V1154, “კეპლერის” დამზერის ზონაში იმოტომ მექცა, რომ გედის თანავარსკვლავედის იმ ნაწილში მდებარეობს, საითკენაც ეს ტელესკოპი ოთხი წლის განმავლობაში იყო მიმართული. მზეზე 4-5-ჯერ მასიური V1154-ის დიამეტრი 40-50 მზის დიამეტრს უტოლდება.

Kepler2 damz zona

 დადგინდა, რომ ამ ცეფეიდის ელვარების ზრდა მაქსიმუმამდე და ისევ მინიმუმზე დასვლა არა მარტო ხუთამდე დღის განმავლოაბაში ხდება, არამედ თითქმის შეუმჩნევლადაც, თუმცა ყოველი 159 და 1160 დღის განმავლოაბში იცვლება. ეს პულსაციები, ელვარების სერიოზული ცვლილებების ფონზე, რომლებიც დაახლოებით ყოველი ხუთი დღის განმავლობაში ხდება, თითქმის შეუმჩნეველია და კოსმოსური მანძილების დადგენისას სერიოზული ცთომილება შეიძლება გამოიწვიოს.

 ამ უჩვეულო პულსაციების გარდა, რომელთა ბუნება ჯერჯერობით გაურკვეველია, “კეპლერიდან” მიღებულ მონაცემებში ასტრონომებმა ისიც შეამჩნიეს, როგორ “დუღს” ეს ცეფეიდი, როგორ ჩნდება და ქრება მის ზედაპირზე უჯრედები, რომლებიც წიაღიდან ამომავალი და გაცივების მერე ისევ უკან მოძრავი პლაზმა წარმოქმნის(კონვექცია).

 ეს სტრუქტურები, ე.წ. კონვექციური უჯრედები, მზეზე და სხვა შედარებით პატარა ვარსკვლავებზეც არის – ეს მარცვლოვანი წარმონაქმნები მზის ზედაპირის ნებისმიერ ფოტოზე შეგიძლიათ შეამჩნიოთ. V1154-ზე ისინი გაცილებით მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე ჩვენ მნათობზე(ათეულობით წუთი), დაახლოებით 4-5 დღეში ქრებიან.

tess ok

 მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ცეფეიდებს გალაქტიკის მთავარი “ვარსკვლავური შუქურების” სტატუსის ჩამორთმევას არ აპირებენ, რადგან სხვა ასეთ ვარსკვლავებზეც უნდა მოხდეს ხანგრძლივ პერიოდიანი დაკვირვებები, რაც 2018 წლიდან თუ მოხერხდება, როცა ორბიტაზე “კეპლერის” შემცვლელი კოსმოსური ტელესკოპი – TESS(უცხო სიცოცხლე), გავა, რომლის თვალთახედვის არეში, მუშაობის დაწყების პირველ ეტაპზე, ერთბაშად რამდენიმე ცეფეიდი მოექცევა(კოსმოლოგიის სტანდარტული სანთელების გადაჭარბებული სტანდარტულობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.