ენკეს კომეტა

 2013 წლის ნოემბერში შეუიარაღებელი თვალითა და ბინოკლით ერთბაშად სამი კომეტის დანახვა იქნება შესაძლებელი:
ISON (C/2012 S1)ნევსკი-ნოვიჩონოკი, P/ენკე (2P) და ლოვჯოი(C/2013 R1). ამ ციური სხეულების დამზერის საუკეთესო დრო დილის საათებზე მოდის, ისინი აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ჰორიზონტის თავზე გამოჩნდებიან. კიბოს, ლომისა და ქალწულის თანავარსკვლავედებში(ნოემბრის პირველ ნახევარში).
კომეტა ენკე(ოფიციალური სახელით 2P/Encke) – ყველაზე მოკლეპერიოდიანი კომეტაა(3,3 წელი). სახელი იოჰან ფრანც ენკეს საპატივცემულოდ უწოდეს, რომელმაც რამდენიმე კომეტის ორბიტათა შესწავლის მერე დაადგინა, რომ ეს ერთი და იგივე კომეტაა და მისი ორბიტაც გამოითვალა. 1819 წელს ენკემ თავისი ნაშრომები გამოაქვეყნა და ამ კომეტის შემდეგი გამოჩენის დროც ზუსტად გამოითვალა – 1822 წელი. როგორც სხვა კომეტები, მზესთან ახლოს გავლის მერე ნელ-ნელა ენკეც იშლება. აღმოჩენის მერე ენკეს კომეტამ მასის 85% დაკარგა, ახლა მისი დიამეტრი 2 კილომეტრია. სავარაუდოდ, 2007 წლის მზესთან მიახლოება ბოლო შეიძლება ყოფილიყო ენკეს ისტორიაში: აქროლადი ნივთიერებების მარაგი ამოიწურა, კომეტას აღარ ეზრდება კუდი და მალე პატარა ასტეროიდად გადაიქცევა. კომეტა აჩქარებით მძრაობს, რაც ამოტყორცნილი გაზების რეაქტიული ძალით არის გამოწვეული. შესაბამისად, აჩქარებაც მცირდება.
მზეზე მომხდარი ერთ-ერთი ამოფრქვევის დროს ენკეს კომეტას კუდი მოძვრა, რაც არა ნაწილაკების დაჯახებებით, არამედ მაგნიტური ველის ზემოქმედებით იყო გამოწვეული.
მეტეორიტული ნაკადები ბეტა-ტაურიდები და ტაურიდები ამ კომეტასთანაა დაკავშირებული. არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, ტუნგუსკის მეტეოროიდი(105 წლის წინ ტუნგუსკის მეტეოროიდი ჩამოვარდატუნგუსკის მეტეოროიდი) ამ კომეტის დიდი ნამსხვრევი იყო. დედამიწის ორბიტასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდი 2004 TG10-იც ასევე ამ კომეტის ფრაგმენტი შეიძლება აღმოჩნდეს(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.