ელექტრული იალქნით ურანისკენ

 ფინელმა, ფრანგმა და იტალიელმა ასტრონომებმა, საპლანეტათშორისო ზონდის კონცეფცია შეიმუშავეს, რომლის საშულებით, გაზური გიგანტების ატმოსფეროების კვლევა იქნება შესაძლებელი(technologyreview).

 წარმოდგენილი ზონდი, ელექტრული იალქნის, მზის ბატარეებისა და კორპუსისაგან შედგება, რომელშიც მოწყობილობაა დამონტაჟებული, ასევე კავშირის საშუალება და ტრაექტორიის მაკორექტირებელი რეაქტიული ძრავები. ზონდის საერთო მასა 560 კილოგრამი უნდა იყოს.

 ელექტრული იალქანი, 540 ვტ. ელექტრულ ენერგიას მოითხოვს. მისი გაწევის ძალა ნახევარი ნიუტონი იქნება, ხოლო აჩქარება, დაახლოებით 1 მილიმეტრი/წმ2. ფიზიკოსთა თქმით, ზონდი 6 წელიწადში მიაღწევს ურანამდე, თან სტარტი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, ურანისა და დედამიწის ურთიერთ მდებარეობისაგან დამოუკიდებლად. თანამგზავრის ყველაზე დიდი ნაკლი, ასე რომ ვთქვათ, მისი ერთჯერადობაა – ურანის ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით შესვლის მერე აპრატი განადგურდება.

 ელექტრული იალქნი შემდეგნაირად მუშაობს: მზიდან ამოფრქვეული დადებითად დამუხტული პროტონები და ალფა-ნაწილაკები, იალქნიდან აირეკლება და საწინააღმდეგო მხარეს უბიძგებს მას. იალქანი მეტალის ბადეს, ან, ასე რომ ვთქვათ, ელექტროდების ნაკრებს წარმოადგენს. მზის ბატარეებიდან მიღებული ენერგია, ნაწილაკების განცალკევებაზე დაიხარჯება, ამ დროს, ელექტრონები, უბრალოდ, ისევ კოსმოსში გაიტყორცნება. ელექტრული იალქანი სინათლისას ჰგავს, ოღონდ გაცილებით მცირე ფართობით, ასტეროიდებთან შეჯახების დაბალი რისკით(კიდევ იალქნების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.