დიდი ასტეროიდის ვარდნის კვალი მარსზე

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარსის ორბიტაზე მოძრავი ტროელი ასტეროიდები, თავიანთი თანამოძმეებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან და შორეულ წარსულში, წითელ პლანეტაზე დიდი ციური სხეულის შეჯახების შედეგად გაჩნდნენ.

 ასტრონომებმა, მზესა და მარსს შორის მდგრად ორბიტაზე(ე.წ. ლაგრანჟის მეხუთე წერტილი – L5) მოძრავი მარსის ტროელი ასტეროიდების ჯგუფი შეისწავლეს. სხვა პლანეტათა ტროელები, ამ პლანეტების გრავიტაციით გამოჭერილი შემთხვევითი ობიექტებია, ხოლო მარსელები, რაღაც განსაკუთრებულს წარმოადგენს. ჯგუფში შემავალი ყველაზე დიდი ზომის ასტეროიდის მიხედვით, ჯგუფს ”ევრიკას(ბერძნ. აღმოჩენა) გროვა” შეარქვეს.

 სპექტრული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ევრიკას ასტეროიდები ოლივინისგან(მაგნეზია-რკინის სილიკატი) უნდა შედგებოდეს, რასაც ისინი იშვიათი А-ტიპის ასტეროიდთა სიაში შეყავს, მხოლოდ 17 ასეთი მეტეორიტია აღმოჩენილი. მარსთან ახლოს მოძრავ ასტეროიდთა უმრავლესობა კი უფრო ”კლასიკურ”, კრინით მდიდარ ასტეროიდებს ეკუთვნის.

 ყველაზე უფრო საინტერესო ისაა, რომ ოლივინი დიდი რაოდენობით არის მარსზე, რაც უბრალო დამთხვევა არ იქნება. კვლევის შედეგების მიხედვით, 1- 4,5 მილიარდი წლის წინათ, მარსის ზედაპირს უზარმაზარი ასტეროიდი შეეჯახა, დიამეტრით 100-200 კმ. მკვლევარები ცდილობენ დაცემის ადგილის ლოკალიზება მოახდინონ, თუმცა კანდიდატთა სია ჯერ ისევ დიდია.

 ”ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც ეს მოდელი აწყდება, დროის შესაბამისობაა, რომელშიც მარსმა ახლანდელი ორბიტა დაიკავა. ასევე,  ემთხვევა თუ არა ტროელების ფორმირება მარსის ორი თანამგზავრის, ფობოსისა და დეიმოსის ფორმირების დროს. გარდა ამისა, ვარდნის კუთხე, მიმართულება, ასტეროიდის სიჩქარე, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი” – ამბობს ნანდინ ბარლოუ, მარსის ისტორიის ექსპერტი, რომელსაც ამ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია.

 მკვლევართა აზრით, ფობოსი და დეიმოსი არანაირად არ შეიძლება იყოს დაკავშირებული ტროელებთან, რადგან მათი ორბიტა არასტაბილურია. რამდენიმე მილიონი წლის მერე, ფობოსი მიუახლოვდება წერტილს, რომელზეც მას მარსის გრავიტაცია დაშლის, ფრაგმენტები კი წითელი პლანეტის ზედაპირზე ჩამოცვივდება.

 როგორც არ უნდა იყოს, მეცნიერებს მეტი დრო და უამრავი კრატერის გაჩენის კომპიუტერული მოდელირება ესაჭიროებათ. მხოლოდ ამის მერე შეიძლება ითქვას, როგორ მოხდა მარსისეული ტროელებისა და ორი დიდი თანამგზავრის ფორმირება(ფობოსისა და დეიმოსის გაჩენის ახალი ვერსია). ტროელები არის დედამიწასთანაც(დედამიწის პირველი ტროელი ასტეროიდიტროელები და ბერძნები იუპიტერთან), ვენერასთანაც და ზოგიერთ მთვრესთანაც კი, ასევე ჯუჯა პლანეტებთანაც. გამორიცხული არაა, რომ წარსულში ასტეროიდულმა ბომბარდირებამ(გვიანდელი მძიმე ბომბარდირება მეტ ხანს გაგრძელდა) გაცილებით დიდი ზეგავლენა მოახდინა მზის სისტემის ფორმირებაზე, ვიდრე გვგონია(საქანელა, რეზონანსი და კოსმოსური ხულიგნობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.