დედამიწის პირველი ფოტო კოსმოსიდან

 კოსმოსიდან ჩვენი პლანეტის გადაღებულ ფოტოებს ახლა ლამის ყოველ დღე ვხედავთ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო(პირდაპირი ტრანსლაცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან).

ასტრონავტები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ცხოვრობენ, მეტეო თანამგზავრები, შორეული კოსმოსური ხომალდები – დედამიწის ფოტოებს ყველა მათგანი იღებენ(სატურნის ჩრდილში; ბაცი-ცისფერი წერტილიდედამიწა; სიცოცხლის ყველა ფერი).

 იყო დრო, არც ისე დიდი ხნის წინ, როცა კოსმოსიდან გადაღებული დედამიწის ერთი ფოტოც კი არ არსებობდა. კოსმოსის სიშავის ფონზე, დედამიწის სახეს მხოლოდ მეოცნებენი და მხატვრები თუ წარმოიდგენდნენ.

 1962 წლის 24 ოქტომბერს – ”აპოლონებამდე”,”მერკურიმდე”(”სპუტნიკის” მერე), ყველაფერი შეიცვალა. ნიუ-მექსიკოდან გაშევბული რაკეტა V-2-ზე დაყენებული კამერით, დედამიწა კოსმოსიდან გადაიღეს. ამერიკელებს ათეულობით ასეთი რაკეტა ერგოთ მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანელებისგან. V-2(Vergeltungswaffe 2)-ს ისინი საკუთარი სარაკეტო ტექნიკის გასაუმჯობესებლად იყენებდნენ, ასევე მეცნიერებიც, რომელთაც რაკეტებზე ექსპერიმენტებისთვის საჭირო სასარგებლო მოწყობილობის ჩატვირთვის უფლებას აძლევდნენ.

 1964 წლის 24 ოქტომბერს, სარაკეტო პოლიგონიდან გაშვებულ V-2-ზე დაყენებული 35 მილიმეტრიანი კამერა ყოველ 1,5 წამში თითო ფოტოს იღებდა. რაკეტა 65 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, სანამ უკან, დედამიწაზე ჩამოვარდებოდა. კამერა დაიმტვრა, ხოლო კასეტა, გადაღებული მასალებით – გადარჩა.

 მომდევნო წლებში კიდევ ბევრი V-2 გაუშვეს. ზოგმა 160 კილომეტრის სიმაღლესაც მიაღწია, რაც კიდევ უფრო დეტალურ წარმოდგენას იძლოდა პლანეტაზე, რომელზეც ვცხოვრობთ.

 ახლა ასეთი ფოტოებით ვერავის გავაკვირვებთ, თუმცა, ყველაფერი რაკეტის იმ ერთი გაშვებით დაიწყო, რომელიც ომისთვის იქმნებოდა(დედამიწა).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Sykfqa3MKAg

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.