და ვინჩის ნათება

 ძველი მთვარის კლებადი, მზით განათებული ნამგალი, აისის წინ აღმოსავლეთ ჰორიზონტის თავზე ელვარებდა. მის ბნელ მხარეს კი დედამიწიდან არეკლილი მზის სინათლე ანათებს და ჩვენთვის ჩვეულ კონტურს ხილულს ხდის. პირველად, დედამიწის ოკეანეებიდან არეკლილი სინათლით მთვარის ბნელი ნაწილის განათება, 500-ზე მეტი წლის წინათ, ლეონარდო და ვინჩიმ აღწერა (ბოლომდე მართალი არ იყო, ღრუბლებიდან არეკლილი სინათლით). დედამიწის გარშემო სრული ბრუნის წინა ციკლშიც, მთვარე ასევე აღმოსავლეთ ჰორიზონტიდან ამოვიდა. ამ ფოტოზე მისი განათებული ნაწილი და და ვინჩის სინათლეა აღბეჭდილი. გადაღებულია 2019 წლის 20 აგვისტოს, ბადაინ-ჯარანის უდაბნოდან (ჩინეთი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.