გამოქვეყნდა იუპიტერის ახალი ფოტო

 ოპტიკურ-ინფრაწითელი ასტრონომიის ნაციონალური ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ მიღებული იუპიტერის ახალი გამოსახულება უნიკალურია (NOIRLab). ხილულ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში ფოტოები “ჰაბლის” ფართოკუთხიანი კამერით გადაიღეს, ინფრაწითელში — ინსტრუმენტით NIRI (ახლო ინფრაწითელი დიაპაზონის კამერა), რომელიც ჰავაიზე მდებარეობს. სამივე ფოტო ერთდროულად იქნა გადაღებული, 2017 წლის იანვარში.

 მეცნიერთა თქმით, “სამმაგი” ფოტოსურათი, იუპიტერის აქამდე შეუმჩნეველ დეტალებს გვიჩვენებს. მაგალითად, ხილულ და ულტრაიისფერ სპექტრში ჩანს ქარიშხლების ზონა, რომელიც არ ჩანს ინფრაწითელში. სამაგიეროდ, ჩანს ბნელი ზოლი, რომელიც პლანეტის ჩრდილოეთ ნახევრასფეროზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ვრცელდება. ეს ხვეული, რომლის სიგრძე 72 ათას კილომეტრზე მეტია, ხილულ დიაპაზონში პრაქტიკულად არ დაიმზირება. დედამიწაზე დიდი ზომის წითელი ლაქა კარგად ჩანს გადაღების ჩვეულებრივ და ულტრაიისფერ რეჟიმში, ინფრაწითელში კი ცუდად.

 მკვლევართა აზრით, იუპიტერზე სხვადასხვა სპექტრის გამოყენებით დაკვირვება ხელს უწყობს პლანეტის ატმოსფეროს უფრო დეტალურ გამოკვლევას და ციური სხეულის შესახებ ახალი ინფორმაციის შეგროვებას (”ჯუნო”: რა გავიგეთ იუპიტერის შესახებ?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.